top of page

ვინკლვოსის ტყუპი ძმები ბიტკოინ მილიარდერები არიან

ტაილერ და ქემერონ ვინკლვოსები არიან ტყუპი ძმები, რომლებიც ცნობილები არიან მარკ ცუკერბერგის წინააღმდეგ სარჩელის მოგებით. მათ Facebook-ის დამფუძნებელ ცუკერბერგს მოუგეს სასამართლოში, საიდანაც წილად ხვდათ 65 000 000 აშშ დოლარი 2011 წელს. ისინი მარკ ცუკერბერგს ედავებოდნენ იდეის მითვისებაში (Harvard connection), რაც სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

winklevoss brothers

(წყარო: money 20/20)

2013 წელს, მიღებული თანხიდან მათ 11 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს ბიტკოინებში. ამ დროს ბიტკოინის ფასი დაახლოებით 120$ შეადგენდა. ისინი, coindesk.com-ის მიხედვით, ფლობდნენ მთლიანი ბიტკოინების ღირებულების 1%-ს დოლარის ექვივალენტში. დღევანდელი მონაცემებით კი, რომ დავითვალოთ, ყიდვის მომენტში ისინი ფლობდნენ

11 000 000/120= 91700 ბიტკოინს.

ამ სტატიის წერისას ბიტკოინის ფასი შეადგენს $11790. მათი კუთვნილი ბიტკოინების ღირებულება კი გამოდის 91700*11790= $ 1 081 143 000$ (მილიარდ ოთხმოცდაერთი მილიონ ასორმოცდასამი ათასი)

ტყუპი ძმების მიზანი ბიტკოინებით მხოლოდ ფულის შოვნა არ არის, მათ უფრო დიდი გეგმები აქვთ. 2017 წლის დასაწყისში, მათ სცადეს, შეექმნათ ეგრეთ წოდებული ბიტკოინის ‘’exchange traded fund’’ (ETF). ეს უკანასკნელი არის ‘’სავაჭრო სეკურიტები’’ (ფინანსური ინსტრუმენტი), რომლებიც საფონდო ბირჟაზე ნებისმიერ მომენტში შეიძლება იყოს კონვერტირებული ქაღალდის ფულზე, ბაზრისთვის მისაღებ ფასად. ეს შეიძლება იყოს აქციები, commodity, ან აქტივების კალათიც კი, როგორიცაა s&p500. სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატების სეკურიტების და გაცვლითი ბაზრების კომისიამ მათ უარი უთხრა განაცხადზე, რადგან ბიტკოინი თაღლითობის მაღალი ალბათობის მქონე ერთეულად მიიჩნიეს. აღვნიშნავ, რომ ძმებს ‘’მწვანე შუქი’’ რომ მიეღოთ კომისიისაგან, ეს ბიტკოინისთვის ძალიან ბევრი ინსტიტუციონალური ინვესტორების კარებს გახსნიდა. გასაკვირი არ არის, ტაილერს და ქემერონს ძალიან კარგი მიზეზი აქვთ დღეის მონაცემებით, რომ აღნიშნონ თავიანთი მიღწევა, მაგრამ მათი მოწინააღმდეგის, მარკ ცუკერბერგის ქონება დოლარის ექვივალენტში, ჟურნალი Forbes-ის მიხედვით, 71 მილიარდს შეადგენს.

‘’თუ ბიტკოინი ოქროზე უკეთესია, ან აღქმულია, როგორც ოქროს მაგვარი აქტივი, მაშინ მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ შეიძლება ტრილიონებს მიაღწიოს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს შესაძლებელია’’ - ვინკლევოსის ტყუპი ძმები.

Related Posts

See All
bottom of page