top of page

რა არის ICO?


თუ შენ ეძებ ყველაზე დიდ ტრენდს კრიპტოვალუტებში, პირველადი ჟეტონის შეთავაზებაში (ICO) გარკვევა კარგი დასაწყისი იქნება. კრიპტოვალუტის ჟეტონის, ან ბლოკჩეინის პროექტის ტოკენის წინასწარ გაყიდვის იდეა საოცრად წარმატებულ ინსტრუმენტად იქცა ახალი წამოწყებისათვის ფულის მოსაგროვებლად.


რა არის პირველადი ჟეტონის შეთავაზება?


ICO პირველადი ჟეტონის შეთავაზების (Initial Coin Offering) აბრევიატურაა. ის ნიშნავს, რომ ვიღაც სთავაზობს ინვესტორებს ახალი კრიპტოვალუტების, ან კრიპტო-ტოკენების გარკვეულ ნაწილს ისეთი კრიპტოვალუტების სანაცვლოდ, როგორიცაა, მაგალითად, ბიტკოინი ან ეთერიუმი. 2013 წლიდან ICO-ს ძირითადად იყენებენ ახალი კრიპტოვალუტების და მათი შესაბამისი ბლოკჩეინების განვითარების დასაფინანსებლად. წინასწარ შექმნილი მონეტების გაყიდვა და გადაცვლა მარტივია ყველა კრიპტოვალუტის ბირჟაზე, თუ მათზე მოთხოვნა არსებობს.


ეთერიუმის ICO-ს წარმატების გამო, უფრო და უფრო მეტი ჟეტონის შეთავაზება გამოიყენება კრიპტო პროექტის განვითარების დასაფინანსებლად. ამის გამო, ICO იქცა არა მარტო ვალუტის ვალუტის წინასწარ და იაფად შესყიდვის ინსტრუმენტად, არამედ - აქვს პოტენციალი სრულად ჩაანაცვლოს Crowdfundig, როგორც ჩვენ დღეს მას ვიცნობთ.


თავდაპირველი ჟეტონის შეთავაზების მოკლე ისტორია


ICO-თი წარმოებული პირველი კრიპტოვალუტა რიპლი იყო. 2013 წლის დასაწყისში რიპლის ლაბორატორიებმა დაიწყეს რიპლის სახელით ცნობილი გადახდის სისტემის განვითარება და შექმნეს დაახლოებით 100 მილიარდი XRP ჟეტონი. მიღებული შემოსავლით შესაძლებელი გახდა Ripple-ის რეალობად ქცევა.


უდავოდ, ყველაზე წარმატებული ICO რომელიც ამ დრომდე გვინახავს არის ეთერიუმის შემთხვევა - 2014 წლის შუაში, Ethereum Foundation - მა თითო ETH 0.0005 ბიტკოინად გაყიდა. ამით მათ თითქმის 20 მილიონი დოლარი მიიღეს, რაც ყველაზე დიდი crowdfunding გახდა და ეთერიუმის განვითარების საფუძვლად იქცა.


ვინაიდან ეთერიუმმა გონიერი კონტრაქტების უპირატესობები თვალნათლივ დაამტკიცა, მან თავდაპირველი ჟეტონების შეთავაზების ახალ თაობას გაუღო კარი და დღეს უკვე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეთერიუმის პლატფორმა, სტარტაპერებისათვის ფონდების მოგროვების საუკეთესო გზად იქცა.


წყარო: www.Blockgeeks.com

bottom of page