რომელი ელექტრონული საფულეა საუკეთესო?
არსებობს ვარიანტების მუდმივად მზარდი სია. სანამ საფულეს აარჩვდეთ, უნდა ჩამოყალიბდეთ იმაზე, თუ როგორ აპირებთ მის გამოყენებას.
გჭირდებათ ელექტრონული საფულე ყოველდღიური გამოყენებისთვის, თუ უბრალოდ ციფრული ვალუტის, ან ინვესტიციის ყიდვისა და შენახვისთვის?
აპირებთ, გამოიყენოთ რამდენიმე ვალუტა თუ მხოლოდ ერთი?
გჭირდებათ საფულის გამოყენება ნებისმიერი წერტილიდან, თუ მხოლოდ სახლიდან?
დაუთმეთ ცოტა დრო თქვენი მოთხოვნების განსაზღვრას და შემდეგ აირჩიეთ ის საფულე, რომელიც უკეთ აკმაყოფილებს მათ.
სანამ დავიწყეთ გეტყვით, რომ CryptoZ იყენებს Exodus-ის საფულეს, იმ მახასიათებლების გმო რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ გვინდა რამოდენიმე პოპულარული საფულის მახასიათებლები გაგაცნოთ და თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, რომელი მათგანია კონკრეტუად თქვენთვის საუკეთესო.
Bread Wallet მარტივი მობილური ბიტკოინის ციფრული საფულეა, რომელიც ბიტკოინების გაგზავნას ისე ამარტივებს, როგორც იმეილებისას. საფულე შეგიძლიათ გადმოიწეროთ App Store-დან, ან Google Play-დან. Bread Wallet გთავაზობთ ცალკე მდგომ კლიენტს ისე, რომ არ არსებობს სერვერი, რომელსაც გამოიყენებთ ბიტკოინების გაგზავნის ან მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ მთლიანად აკონტროლონ ფულადი სახსრები დროის ნებისმიერ მონაკვეთში. საერთო ჯამში, Bread Wallet-ის მოწესრიგეული ინტერფეისი, მარტივი დიზაინი და უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე თავდადება აპლიკაციას უსაფრთხოს, სწრაფსა და სასიამოვნოს ხდის როგორც დამწყებებისთვის, ისე გამოცდილი მომხმარებლებისთვის.
დადებითი მხარეები: მაღალი ხარისხის კონფიდენციალობა და უსაფრთხოება, დამწყებებზე მორგებული, მარტივი და მოწესრიგებული, ღია software, უფასო.
უარყოფითი მხარეები: დესკტოპის და ქსელის ინტერფეისის უქონლობა, აკლია მახასიათებლები, ცხელი საფულე.
Mycelium
გამოცდილი მომხმარებლები, რომლებიც ეძებენ ბიტკოინის მობილურ ციფრულ საფულეს, Mycelium -ზე შორს არ უნდა წავიდნენ. Mycelium -ის მობილური საფულე საშუალებას აძლევს iPhone-ისა და Android-ის მომხმარებლებს, გააგზავნონ და მიიღონ ბიტკოინები და სრულად აკონტროლონ ისინი. მესამე პირს არ შეუძლია მათი ფულადი სახსრების დაკარგვა, ან გაყინვა! საწარმო ხარისხის უსაფრთხოების გამო, რომელიც სხვა აპლიკაციებსა და ისეთ მახასიათებლებზე მაღლა დგას, როგორიცაა ცივი შენახვა და კოდირებული PDF რეზერვები, ინტეგრირებული QR კოდის სკანერი, ადგილობრივი გაცვლის ბაზარი და დაცული საუბარი, მარტივი გასაგებია, თუ რატომ მიიჩნევა Mycelium ბაზრის ერთ-ერთ საუკეთესო საფულედ.
დადებითი მხარეები: მაღალი ხარისხის კონფიდენციალობა, განვითარებული უსაფრთხოება, ბევრი მახასიათებლების ქონა, ღია software, უფასო.
უარყოფითი მახასიათებლები: დესკტოპის და ქსელის ინტერფეისის უქონლობა, ცხელი საფულე, არ არის დამწყებებზე მორგებული.
Exodus
Exodus საკმაოდ ახალი და უცხო ციფრული საფულეა, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ დესკტოპზე. ის იძლევა შენახვისა და ბიტკოინის, ეთერის, ლაითკოინის, დოუგკოინის, დეშისა და სხვა ვალუტების გადაცვლის შესაძლებლობას ძალიან მარტივი, ინტუიციური და ლამაზი ინტერფეისით. Exodus ასევე გთავაზობთ მარტივ გაიდს საფულის დარეზერვების შესახებ. Exodus-ში საუკეთესო ისაა, რომ მას აქვს ჩამონტაჟებული გარდასახვითი გადაცვლა, რაც საშუალებას გაძლევთ, გადაცვალოთ ალტკოინები ბიტკოინებში და პირიქით ისე, რომ ამ ოპერაციის შესრულებისას საფულეს არ გასცდეთ.
დადებითი მხარეები: მაღალი ხარისხის კონფიდენციალობა და უსაფრთხოება, დამწყებებზე მორგებული, ინტუიციური, მარტივად გამოყენებადი, საფულის შიგნით გადაცვლის შესაძლებლობა, მხარს უჭერს რამდენიმე ვალუტას, ღია software, უფასო.
უარყოფითი თვისებები: ცხელი საფულე, ქსელის და მობილურის აპლიკაციის ინტერფეისის უქონლობა.
Copay
BitPay-ს მიერ შექმნილი Copay ბაზარზე საუკეთესო ელექტრონული საფულეა. თუ თქვენ ეძებთ მოხერხებულობას, Copay მარტივად შეღწევადია მომხმარებელზე მორგებული დესკტოპის, მობილურის და ონლან ინტერფეისით. Copay-ში საუკეთესო ისაა, რომ ის მულტი-ხელმოწერის საფულეა, ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ მეგობრებთან, ან ბიზნეს პარტნიორებთან ერთად გაიზიაროთ ფულადი სახსრები. საერთო ჯამში, Copay-ს აქვს რაღაცა ყველასათვის. ის საკმარისად მარტივია დამწყებებისთვის, მაგრამ გააჩნია საკმაოდ მაღალი ხარისხის მახასიათებლები გამოცდილი მომხმარებლებისთვის.
დადებითი მხარეები: მაღალი ხარისხის კონფიდენციალობა და უსაფრთხოება, მულტი-ხელმოწერის ტრანზაქციები, რამდენიმე პლატფორმა და მოწყობილობა, საფულის რამდენიმე საცავი, დამწყებებზე მორგებული, ღია software, უფასო.
უარყოფითი მხარეები: შეიძლება იყოს ნელი და გაჭედოს, შეზღუდული მომხმარებლების რაოდენობა.
Jaxx
Jaxx მულტი-ვალუტის, ეთერის, ეთერ კლასიკის, დეშის, დაოს, ლაითკოინის, რეპის, ზქეშის, რუთსთოქის და ბიტკოინის საფულეა. Jaxx შეიქმნა ბიტკოინისა და ეთერიუმის მარტივი გამოყენებისათვის. ის ხელმისაწვდომია სხვადასხვა პლატფორმებზე (Windows, Linux, Chrome, Firefox, OSX, Android მობილური და tablet, iOS mobile და tablet) და უკავშირდება ვებსაიტებს Firefox -ითა და Chrome -ით. Jaxx-ში შესაძლებელია საფულის შიგნით ბიტკოინის, ეთერისა და დაოს ჟეტონების გადაცვლა და ეთერიუმის ქაღალდის საფულის გადმოწერა. მახასიათებლების დიდი მრავალფეროვნებითა და ახალ ვალუტებთან ურთიერთობების მუდმივი ზრდით, ჯექსი იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც მულტი-ვალუტის საფულეს საჭიროებს.
დადებითი მხარეები: მაღალი ხარისხის კონფიდენციალობა და უსაფრთხოება, საფულის დაკავშირება რამდენიმე პლატფორმასთან, მახასიათებლების დიდი მრავალფეროვნება, მომხმარებელზე მორგებული, უფასო.
უარყოფითი მხარეები:, შეიძლება იყოს ნელი.
Armory
Armory ღია წყაროს ბიტკოინის დესკტოპის საფულეა. ის იდეალურია გამოცდილი მომხმარებლებისთვის, რომლებიც ყურადღებას უსაფრთხოებაზე ამახვილებენ. Armory-ს რამდენიმე მახასიათებელი მოიცავს ცივ შენახვას, მულტი-ხელმოწერით ტრანზაქციებს, ერთჯერადად ამოპრინტირებად რეზერვებს, რამდენიმე საფულის ინტერფეისს, GPU-გამძლე საფულის შიფრირებას, გასაღების იმპორტს, გასაღების sweeping-ს და სხვას. მიუხედავად იმისა, რომ Armory-ს ცოტა დრო სჭირდება, სანამ მას გაუგებთ და მის პოტენციალს ამომწურავად გამოიყენებთ, ის საუკეთესო არჩევანია გამოცდილი მომხმარებლებისთვის, რომელთაც უნდათ, დაიცვან თავიანთი ფულადი სახსრები.
დადებითი მხარეები: მაღალი ხარისხის კონფიდენციალობა, ძალიან ძლიერი დაცვა, მულტი-ხელმოწერის ფუნქციები, მყარი ცივი შენახვის ფუნქციები, უფასო.
უარყოფითი მხარეები: შეღწევადია მხოლოდ დესკტოპით, არ არის დამწყებებზე მორგებული.
Trezor
Trezor-ი "Hardware" ბიტკოინის საფულეა, რომელიც იდეალურია დიდი ოდენობის ბიტკოინების შენახვისთვის. Trezor შეუღწევადია კომპიუტერული ვირუსებისათვის და არასოდეს ამხელს თქვენს პირად გასაღებებს, რაც მას ისევე უსაფრთხოს ხდის, როგორც ტრადიციულ, ქაღალდის ფულს. Trezor ღია წყაროა და გამჭირვალეა ყველა ტექნიკური გადაწყვეტილებით, რომელსაც სარგებელი მოაქვს უფრო ფართო საზოგადოების კონსულტაციებიდან. ის მარტივად სახმარია, გააჩნია ინტუიციური ინტერფეისი და მორგებულია Windows-ზე, OS X-ზე და Linux-ზე. Trezor-ის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ საფულე თქვენთან უნდა იყოს, რათა ბიტკოინები გამოიგზავნოს. ეს Trezor-ს საუკეთესო არჩევანად აქცევს პასიური შემნახველებისთვის, ინვესტორებისთვის, ან იმ ხალხისთვის, რომელთაც სურთ, დიდი რაოდენობის ბიტკოინები უსაფრთხოდ შეინახონ.
დადებითი მხარეები: მაღალი ხარისხის კონფიდენციალობა და უსაფრთხოება, მარტივად გამოყენებადი ინტერფეისი, ჩამონტაჟებული ეკრანი, ღია software, მორგებული დამწყებებზე.
უარყოფითი მხარეები: ღირს 99$, აუცილებლად თან უნდა გქონდეთ მოწყობილობა, რათა მიიღოთ ბიტკოინები.
Ledger Nano
Ledger Nano ახალი იერარქიული, დეტერმინირებული, მულტი-ხელმოწერების აპარატურისსაფულეა ბიტკოინების მომხმარებლებისთვის, რომელიც უმიზნებს შემოტევის შესაძლებლობების შემცირებას უსაფრთხოების მეორე შრის გამოყენებით. ეს ტექნიკურად მძიმე აღწერა საშუალო მომხმარებლისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, რის გამოც ვეცდები, მარტივი ენით აგიხსნათ, თუ რა ამუშავებს Ledger Nano-სსაფულეს. Ledger Nano კომპაქტური USB მოწყობილობაა, რომელიც გონიერ კარტაზეა დაფუძნებული. ის დაახლოებით პატარა ზომის flash drive-ის ხელაა, 39 x 13 x 4მმ-ია და 5.9 გრამს იწონის.
დადებითი მხარეები: ეკრანი/მოწყობილობა დაცულია მეტალის გარეკანით, მულტი-ვალუტის საფულე, მესამე პირის აპლიკაციები მუშაობს მოწყობილობიდან, U2F-ს მხარდაჭრით, არც ისე ძვირი (დაახლოებით 65$).
უარყოფითი მხარეები: არც ისე განვითარებული საფულის პროგრამა (ტრანზაქციის მარკირების გარეშე), დამალული ანგარიშის გახსნის შეუძლებლობა, პაროლის მართვის შეუძლებლობა.
Green Address
Green Address მომხმარებელზე მორგებული ბიტკოინის საფულეა, რომელიც იდეალური არჩევანია დამწყებებისთვის. Green Address შეღწევადია დესკტოპით, ონლაინ ან მობილურით. აპლიკაცია ხელმისაწვდომია Chrome, iOS, and Android-თვის. მახასიათებლები მოიცავს მულტი-ხელმოწერით მისამართებს და ორფაქტორიან ამოცნობას მაღალი ხარისხის უსაფრთხოებისათვის, ქაღალდის საფულის რეზერვს და მომენტალურ ტრანზაქციის დადასტურებას. უარყოფითი მხარე ისაა, რომ Green Address უნდა ადასტურებდეს ყველა გადახდას, ასე რომ თქვენ არ გაგაჩნიათ სრული კონტროლი თქვენს დანახარჯზე.
დადებითი მხარეები: მყარი უსაფრთხოება, მულტი-პლატფორმა და მოწყობილობა, მულტი-ხელმოწერა, დამწყებებზე მორგებული, ღია software, უფასო.
უარყოფითი მხარეები: ცხელი საფულე, საშუალო კონფიდენციალობა, მესამე პირმა უნდა დაადასტუროს ყველა ტრანზაქცია.
Blockchain.info
ბლოკჩეინი ყველაზე პოპულარული ბიტკოინის საფულეა. საფულეში შეღწევა შესაძლებელია ნებისმიერი ბრაუზერიდან და სმარტფონიდან. Blockchain.Info წარმოქმნის ორ განსხვავებულ დამატებით შრეს. ბრაუზერის ვერსიისთვის მომხარებლებს შეუძლიათ ორფაქტორიანი ამოცნობის დაყენება მაშინ, როდესაც მობილურის მომხმარებლებს შეუძლიათ პინ-კოდის გააქტიურება ყოველ ჯერზე, როდესაც საფულე იხსნება. მიუხედავად იმისა, რომ საფულე ონლაინ რეჟიმში შეინახება და ყველა ტრანზაქციას კომპანიის სერვერებში გავლა დასჭირდება, Blockchain.Info -ს არ შეუძლია თქვენს პირად გასაღებებში შეღწევა. საერთო ჯამში, ეს არის ფართოდ აღიარებული კომპანია, რომელსაც ბიტკოინის საზოგადოებაში ნდობა მოპოვებული აქვს და ქმნის მყარ საფულეს თქვენი ვალუტის შესანახად.
დადებითი მხარეები: მაღალი ხარისხის უსაფრთხოება, მარტივად გამოყენებადი ვებ და მობილურის ინტერფეისი, ფართოდ ცნობილი და სანდო კომპანია, დამწყებებზე მორგებული, უფასო.
უარყოფითი მხარეები: ცხელი საფულე, სუსტი კონფიდენციალობა, მესამე პირის ნდობა საჭიროა, წასულში დაფიქსირებულია ტექნიკური ხარვეზები.