top of page

ბიძა, ობოლი და გენეზის ბლოკები


კრიპტოვალუტაში და ბლოკჩეინის ტექნოლოგიაში არსებობს ბლოკის ბევრი განსხვავებული ტიპი, მაგრამ მხოლოდ ადამიანთა უმცირესობამ თუ იცის, რას ნიშნავს თითეული მათგანი. ეს სტატია განგიმარტავთ ბლოკების სხვადასხვა ტიპებს, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ.

ბლოკების განსხვავებული ტიპებია:

  • ობოლი ბლოკები

  • ვადაგასული ბლოკები (Stale)

  • ბიძია ბლოკები

  • გენეზის ბლოკები


ობოლი ბლოკები ხშირად გაიგივებულია ბიტკოინთან. ეს ვალიდური ბლოკებია, რომლებიც ასრულებს ყველა ბლოკჩეინზე დამატებისთვის საჭირო მოთხოვნას, მაგრამ მაინც უარყოფილია. ობოლი ბლოკი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ორი მომპოვებელი ქმნის ბლოკებს ერთდროულად. ეს ხდება იმიტომ, რომ ბლოკჩეინზე ნოდები ბლოკს ქსელში იმწამსვე არ ადასტურებენ, ამიტომ, სხვა მაინერს პრაქტიკაში შეუძლია, ზუსტად იგივე ბლოკი ამოხსნას. ეს ქსელში დროებით გახლეჩვას იწვევს, ვინაიდან ნოდები ცდილობენ, გადაწყვიტონ, რომელ ბლოკზე გააგრძელონ მუშაობა. უფრო მეტი სამუშაოს შესრულების მტკიცებულების მქონე ბლოკი არის ის, რომელზეც გრძელდება ახალი ბლოკების დამატება. ნაკლები სამუშაოს შესრულების მტკიცებულების მქონე ბლოკი არ არის არჩეული და მოიხსენიება, როგორც ობოლი ბლოკი. ობოლი ბლოკი ასევე შეიძლება წარმოიქმნას, თუ თავდამსხმელი შეეცდება ტრანზაქციის შებრუნებას.

ვადაგასული ბლოკები ხშირად გამოიყენება ობოლი ბლოკების სინონიმად, რადგან ასეთი ბლოკები მათსავით წარმატებით მოპოვებულია, მაგრამ არ ემატება მთავარ ჯაჭვს. აქედან გამომდინარე, თუ შენ გადააწყდები სიტყვა „ობოლ“ ან „ვადაგასულ“ ბლოკს, იცოდე, რომ ისინი თითქმის ერთი და იგივეს ნიშნავს.

ბიძია ბლოკები ხშირად გაიგივებულია ეთერიუმის ბლოკჩეინთან და ობოლი ბლოკების ეკვივალენტია მცირედი განსხვავებით. ბიძია ბლოკები ჯერ კიდევ ვალიდური ბლოკებია, რომლებიც მოიპოვეს, მაგრამ უარყვეს. თუმცა, ობოლი ბლოკისგან განსხვავებით, რომლის დროსაც მაინერი ჯილდოს არ იღებს მოპოვებისთვის, აქ მაინერები დაჯილდოებულები არიან ბიძია ბლოკისთვის. ამის ორი მიზეზი არსებობს:

  • მოპოვების დეცენტრალიზების დაწინაურება მაინერის დაჯილდოებით, რომელმაც ვადაგასული ბლოკი მოიპოვა. ეს მხარს უჭერს სოლო მაინინგს, ვინაიდან მაინც არსებობს ჯილდოს მიღების შესაძებლობა მაშინაც კი, როდესაც ბლოკი მთავარ ჯაჭვს არ ემატება.

  • აუმჯობესებს ჯაჭვის მთლიან უსაფრთხოებას, რადგან უფრო მეტი მუშაობაა შესრულებული მაშინ, როდესაც შენ დაშლი ნორმალური ბლოკისთვის და ბიძია ბლოკისთვის საჭირო კომპიუტერულ ენერგიას. შედეგად, ვადაგასულ ბლოკებზე ენერგია არ იხარჯება.

გენეზის ბლოკი ბლოკჩეინის პირველი ბლოკია. ის საძირკველს ქმნის, რომელზეც მთლიანი ბლოკჩეინია აგებული. ბიტკოინის გენეზის ბლოკი შეიცავს მესიჯს თავისი შემქმნელისგან, სატოში ნაკამოტოსგან. მესიჯი შემდეგია: “The Times 03/Jan/2009 Chancellor on brink of second bailout for banks”. ის მსახურობს, როგორც ბიტკოინის გენეზის ბლოკის რელევანტური მესიჯი, რომელიც, რაღაც მხრივ, მთლიანი კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სივრცის გენეზის ბლოკია.

Related Posts

See All
bottom of page