top of page

რა არის Litecoin?


ლაითკოინი ბაზარზე პირველად 2011 წელს გამოჩნდა ჩარლი ლის წინამძღოლობით. თუ ბიტკოინი კრიპტოვალუტების ოქროდაა მიჩნეული, ლაითკოინი ვერცხლის სახელს ატარებს. ბაზრის მოცულობის მიხედვით, იგი პირველ ხუთეულშია შესული და საკმაოდ მნიშვნელოვან ვალუტად ითვლება.


ლაითკოინის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ამოხსნის ალგორითმია. თუ ბიტკოინი SHA-256-ს იყენებს, ლაითკოინი scrypt-ზე მუშაობს. SHA-256 ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე scrypt-ი, მაგრამ, მარტივად რომ ავხსნათ, ეს უკანასკნელი ნაკლებ კომპიუტერულ ენერგიას მოითხოვს, რაც ზოგი მაინერისთვის დიდი შეღავათია.


ამასთან, ლაითკოინის ტრანზაქციების დადასტურების დრო საგრძნობლად მცირეა. თუ ბიტკოინის ბლოკის შექმნის დრო 10 წუთია, ლაითკოინს ამისთვის მხოლოდ 2,5 წუთი სჭირდება, რის შედეგადაც ის უფრო სწრაფად ატარებს ტრანზაქციებს, ვიდრე ბიტკოინი. მისი ვერცხლად მოხსენიებაც სწორედ ამის შედეგია. გარდა იმისა, რომ ტრანზაქციების მალე დადასტურებისას დიდხანს ლოდინი არ გვიწევს, მას სხვა უპირატესობებიც აქვს: ლაითკოინი უფრო მეტადაა დაცული ორმაგი ხარჯვისგან (შემთხვევა, როდესაც ქსელის მონაწილე საკუთარ (ერთ ცალ) ჟეტონს ხარჯავს ერთზე მეტჯერ). მაგრამ კრიპტოვალუტას მინუსებიც აქვს: ლაითკოინის მოპოვება სამუშაოს შესრულების მტკიცებულებით (proof of work) ხდება და ვინაიდან ბლოკები მალე იქმნება და ჯილდოც საკმაოდ დიდია, ობოლი ბლოკები საკმაოდ ხშირად გვხვდება (ობოლ და სხვა სახის ბლოკებზე იხილეთ ჩვენი სტატია).


როგორც ვიცით, ბიტკოინების რაოდენობა შეზღუდულია და 21 მილიონზე მეტი არ გამოვა. იგივე პრინციპით მუშაობს ლაითკოინიც, მაგრამ მის შემთხვევაში, ლიმიტი ბევრად უფრო მეტი - 84 მილიონი მონეტაა. ეს ხელს უწყობს ფასის რეგულირებას. ახალი ლაითკოინების გამოსვლასთან ერთად, ბლოკის ჯილდო ნახევრდება, რათა ბალანსი რაოდენობასა და ჯილდოს შორის არ დაირღვეს.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, კრიპტოვალუტების ვერცხლი სამუშაოს შესრულების მტკიცებულებით მოქმედებს, ანუ მომპოვებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან ტრანზაქციების დადასტურებაში: ვინც პირველი დაადასტურებს, ჯილდოსაც ის მიიღებს. ეს პრინციპი საკმაოდ დიდ კომპიუტერულ სიმძლავრეს და შესაბამისად, ელექტრო ენერგიას მოითხოვს, რადგან პროცესში ჩართულია ყველა აქტიური მაინერი.

Related Posts

See All
bottom of page