top of page

ეთერიუმის დაპლის (dapp) ''ბრაუზერები''


(წყარო:coindesk.com)

2017 წელს ეთერიუმის დეცენტრალიზებული აპლიკაციების უამრავმა ბრაუზერმა მოიპოვა არნახული პოპულარობა, რაც უმთავრესად გამოწვეული იყო კრიპტოკატებისა და მსგავსი აპლიკაციებისგან. მისი პიკის დროს, ციფრული კატების საკოლექციო თამაში „კრიპტოკატებისთვის“ ეთერიუმის ქსელში 20%-ზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდებოდა ყოველდღიურად.

კრიპტოკატები შეაქო ბევრმა ისეთმა კრიპტო ექსპერტმა, როგორებიც არიან ანდრისენ ოროვიტსის პარტნიორი ბალაჯი სრინივასანი. მან აღნიშნა, რომ კრიპტოკატებმა ყველას დაანახა ეთერიუმის ქსელის პოტენციალი ციფრული აქტივების გაცვლაში მესამე პირის/შუამავლის გარეშე, ანუ დეცენტრალიზებულად. მან თქვა:

‘’ეს არის პირველი მაგალითი იმისა, რაზეც წლებია, ხალხი ლაპარაკობს: ციფრული აქტივების (არა მხოლოდ ვალუტის) ინტერნაციონალური ვაჭრობა ბლოკჩეინში’’

იმისათვის, რომ გავიაზროთ ეთერიუმის დეცენტრალიზებული დაპლების ბაზრის მიმდინარე სტრუქტურა, ჩვენ აუცილებლად უნდა გავიაზროთ მობილურების აპლიკაციების ერაც, რაშიც არნახული როლი აქვს Google Play Store-ს და Apple App Store-ს. მანამდე, კრიპტოკატების მსურველებს უწევდათ, გადმოეწერათ აპლიკაცია პირდაპირ დეველოპერების და დისტრიბუტორების ვებგვერდიდან. ეს პროცესი იყო არაპრაქტიკული და პოპულარობის მოსაპოვებლად საჭირო იყო ძალიან დიდი კაპიტალის მოზიდვა მარკეტინგისთვის.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ეთერიუმზე დაფუძნებული ბრაუზერები მომხმარებლებს სთავაზობენ უკეთეს გარემოს დეცენტრალიზებული აპლიკაციების მოსაძებნად. ეს სივრცეები მუშაობენ ისე, როგორც Google Play Store და Apple App Store.

(წყარო:dfcovideo.com)

Coinbase CEO-მ, ბრაიან არმსტრონგმა, თავის ბლოგში ახსნა, რომ მომავალში ეთერიუმზე დაშენებული ბრაუზერები გაზრდიან დეცენტრალიზებული აპლიკაციების ხელმისაწვდომობას და პოტენციურად მეტი მომხმარებელი გამოიყენებს მათ. იგი წერს:

‘’ჩვენი თეორიაა, რომ სმარტფონი + ეთერიუმი + დაპლი გვთავაზობს უპრეცენდენტო შესაძლებლობას, რომ მსოფლიოს ყველა ადამიანამდე მიაღწიოს ნებისმიერმა აპლიკაციამ. ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში და გამოვასწოროთ ის ქვეყნები, სადაც მდგომარეობა ყველაზე უარესია. განვითარებული ქვეყნებისთვის ყველაფერი ისედაც ხელმისაწვდომია, მაგრამ განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებში ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს.’’

ეთერიუმზე დაშენებული დეცენტრალიზებული აპლიკაციები იყენებს ERC-20 ჟეტონების სტანდარტებს, რომლებიც ასევე იყენებს ეთერს. საბოლოოდ, ძალიან ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ დეცენტრალიზებული აპლიკაციების სივრცე კომერციული მასშტაბურობის სახეს ბევრი თვის და შეიძლება წლის განმავლობაში მიიღებს, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, ეს იქნება რევოლუცია!

bottom of page