top of page

CryptoZ


მოგესალმებით!


უკვე თითქმის ერთი თვეა, რაც გავუშვით ვებ გვერდი - CryptoZ.ge და ამ დროის მანძილზე უკვე შევიძინეთ ერთგული მომხმარებლები, რომლებიც მუდმივად გვაწვდიან უკუკავშირს, რაც გვეხმარება ჩვენი ვებ გვერდის გაუმჯბესებაში; გვისვამენ კითხვებს, რომლებიც გვეხმარება მომხმარებლისათვის საინტერესო ბლოგების შინაარსის შერჩევაში და მხარს გვიჭერენ, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ განვაგრძოთ მუშაობა ისეთივე ენთუზიაზმით, როგორც საიტის გაშვების პირველივე დღეებიდან.


ამიტომ გვინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას!


უკანასკნელ პერიოდში უამრავი ადამიანი გვეკითხება, თუ რომელ კრიპტოვალუტაში გააკეთოს ინვესტიცია. ჩვენთვის მორალის საკითხია, რომ ფინანსური რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი მომხმარებელი და როგორც სხვადასხვა ბლოგებში არაერთხელ აღვნიშნეთ, ვურჩევთ მათ, ინვესტიცია გააკეთონ მხოლოდ საკუთარი ანალიზის საფუძველზე.


ჩვენ არ ვეწევით საფინანსო / საკონსულტაციო საქმიანობას და ბლოგები კონკრეტულ კრიპტოვალუტეზე ან ICO-ებზე არის მხოლოდ ინფორმატიული ხასიათის. ნუ მიიღებთ ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, როგორც ფინანსურ რჩევას. ინვესტირებამდე აუცილებლად თავად გამოიკვლიეთ კონკრეტული ვალუტა, რადგან ჩვენ შეიძლება ვცდებოდეთ!


იმას, რომ საინვესტიციო რჩევებს არ გავცემთ, აქვს რამოდენიმე მიზეზი:


* კრიპტოვალუტის ბაზარი ძალიან სწრაფად იცვლება - ვალუტა, რომელიც დღეს კარგ საინვესტიციო შესაძლებლობას წარმოადგენს ხვალ შეიძლება წამგებიანი გახდეს.


* გრძელვადიან პერიოდში ბაზარზე წარმატებულად ვაჭრობის ერთადერთი გზა არის ბაზრის სიგნალებზე სწორი რეაგირება - ზოგჯერ ეს არის საჭირო მომენტში მიღებული ზარალის შეჩერება, ზოგჯერ კი მიღებული მოგების განაღდება. საბოლოო ჯამში, მოგების მთავარი განმაპირობებელი არის სწორი ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღება და არა ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა.


* შეიძლება ჩვენი რჩევა არ აღმოჩნდეს სწორი და მომხმარებელმა დაკარგოს საკუთარი ინვესტიცია, რაზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე.


ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია იმისათვის, რომ ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს მაქსიმალურად ინფორმირებული და რაციონალური გადაწყვეტილებები. ამისათვის ჩვენს ვებ გვერდზე არის სექციები:


* აკადემია - სადაც შეგიძლიათ საწყისებიდან შეისწავლოთ, რა არის ბლოკჩეინ ტექნოლოგია და როგორ მუშაობს იგი (რაც უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ).


* ფასები - სადაც შეგიძლიათ იხილოთ ბაზარზე არსებული მიმდინარე ფასები.


* გრაფიკი - სადაც შეგიძლიათ, ვიზუალურად დაინახოთ და გაანალიზოთ სხვადასხვა აქტივების ფასების დინამიკა.


* ბლოგი - სადაც მაქსიმალურად ვცდილობთ, მოგაწოდოთ ყველა სიახლე, რომელზეც ხელი მიგვიწვდება.


* მაინინგ კალკულატორი - სადაც მომხმარებელს შეუძლია, წინასწარ შეაფასოს მაინინგ აპარატურის მომგებიანობა მის შეძენამდე.


* ლექსიკონი - სადაც შეგიძლიათ, იხილოთ სხვადასხვა ტერმინების განმარტებები.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთადერთი საინვესტიციო რჩევა, რომლის მოცემაც შეგვიძლია, არის შემდეგი: გააკეთეთ ინვესტიცია მხოლოდ საკუთარი ანალიზის საფუძველზე და მხოლოდ იმ ოდენობით, რომლის დაკარგვაც სერიოზულ ფინანსურ ზიანს ვერ მოგაყენებთ.


დიდი მადლობა!


CryptoZ გუნდი

bottom of page