top of page

რა არის NEM?


NEM (new economy movement) მსოფლიოში პირველი „გონიერი აქტივის“ ბლოკჩეინია. პლატფორმის ვალუტაა XEM, რომელიც 2015 წლიდან არსებობს ბაზარზე, მაგრამ პოპულარობა 2017 წელს მოიპოვა და უკვე მეშვიდე ადგილზეა ბაზრის კაპიტალიზაციით (15 მილიარდი აშშ დოლარი). წერის მომენტში მისი ღირებულება 1.44 აშშ დოლარია.


კრიპტოვალუტა იყენებს ახალ კოდს, რომლის მეშვეობითაც ტრანზაქციებს დადასტურებისთვის დაახლოებით 20 წამი სჭირდება, ხოლო საკომისიოები საკმაოდ დაბალია. ამასთან, NEM-ი საოცრად მასშტაბურია და ასობით ტრანზაქციის გატარება შეუძლია წამში.


მიუხედავად ამ თვისებებისა, NEM-ი არ არის შექმნილი ყოველდღიური გამოყენებებისთვის. Whitepaper-ში ვკითხულობთ, რომ ვალუტა მორგებადი, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგიაა, რომელიც გამოიყენება ბიზნეს მიზნებისთვის. პლატფორმის მთავარი მახასიათებელი მასში იმპლემენტირებული “გონიერი აქტივის სისტემაა“ („Smart Asset System”). მარტივად რომ ავხსნათ, ეს სისტემა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავიანთ კონკრეტულ გონიერ კონტრაქტზე მორგებული ბლოკჩეინი შექმნან. გონიერი აქტივები ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: მისამართები, რომლებზეც შეიძლება მონეტების, კონტრაქტების, ან ნებისმიერი ბიზნეს მონაცემების შენახვა და დროის ნებისმიერ მონაკვეთში განახლება; მოზაიკები, რომლებიც საშუალებას იძლვა, შექმნა მონეტები, ჯილდოს ქულები, ან სულაც სხვა ვალუტები; ვებ მისმართები, რომლებიც ადასტურებს მომხმარებლის იდენტობას და ინახავს მის აქტივებს და ტრანზაქციები, რომლებსაც გონიერი აქტივებით ახორციელებენ, მაგალითად, მოზაიკების ან მისამართების გადაგზავნა.


იმის გამო, რომ NEM-ის პროგრამა საკმაოდ ადაპტირებადია, ის თითქმის უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა. გამოყენების პოტენციური ვარიანტებია ხმის მიცემა, მობილურით გადარიცხვები, ჯილდოს გაცემის პროგრამები და სხვა მრავალი. პლატფორმაზე შექმნილი გონიერი კონტრაქტები შეიძლება ბანკებმა გამოიყენონ, როგორც ცენტრალური დავთრის სისტემა, სადაც აღრიცხავენ გატარებულ ტრანზაქციებს, ან შეინახავენ და გააგზავნიან ისეთ სახელმწიფო დოკუმენტებს, როგორებიცაა, მაგალითად, დაბადების მოწმობები.


„NEM-ის მიზანია, დეველოპერებს მისცეს საშუალება, გამოიყენონ კომბინირებადი ფუნქციების ფართო არჩევანი, რომლითაც ააგებენ დალუქულ ოპერაციებზე დაფუძნებულ ძლიერ აპლიკაციებს. პლატფორმა გზას უხსნის თითქმის ნებისმიერ ტექნოლოგიურ კომბინაციას.“ - ამბობს NEM-ის გუნდი.


წყარო: investinblockchain.com

Related Posts

See All
bottom of page