top of page

კანადის KFC Bitcoin Bucket-ს უშვებს


შემწვარი ქათმის მწარმოებელმა ყველაზე მსხვილმა კომპანიამ, KFC-იმ ახალი პროდუქტი წარუდგინა მომხმარებლებს - Bitcoin Bucket.


კანადაში არსებულმა KFC-იმ გადაწყვიტა, კრიტპოვალუტების პოპულარიზაცია თავის სასარგებლოდაც გამოეყენებინა. ახალი Bitcoin Bucket-ის შეძენა, რა თქმა უნდა, ბიტკოინებითაცაა შესაძლებელი. პროდუქტის ფასი მუდმივად იცვლება ბიტკოინის ფასის მიხედვით.


"KFC Canada წარმოგიდგენთ Bitcoin Bucket-ს. მართალია, ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რა არის ბიტკოინი, ან როგორ მუშაობს ის, მაგრამ ეს არ უნდა ჩადგეს თქვენსა და უგემრიელეს ქათამს შორის."


სამწუხაროდ, Bitcoin Bucket-ი ხელმისაწვდომია მხოლოდ კანადაში. კომპანია თანამშრომლობს BitPay-სთან ბიტკოინების მისაღებად, მაგრამ ამასთანავე, მათ, ვინც აღნიშნულ ვალუტას არ ფლობს, ტრადიციული ფულითაც შეუძლიათ გემრიელი ქათმის ფრთების შეძენა.





bottom of page