top of page

არიზონა გადასახადების ბიტკოინით მიღებას განიხილავს


როგორც ჩანს, ამერიკას სურს, უფრო მეტად ჩაერთოს კრიპტოვალუტებში. არიზონაში ახლახანს ახალი კანონპროექტი წარადგინეს, რომლის თანახმადაც, მოქალაქეები საშემოსავლოს საგდასახადოებს ბიტკოინებით გადაიხდიან. კანონპროექტი შემოიტანეს რესპუბლიკელებმა, სენატორებმა ვარენ პეტერსენმა და დავიდ ფარნსვორთმა და ტრევის გრანტჰემმა და ჯეფ ვენინგერმა. კანონში წერია:


„გადახდის მეთოდი, როგორიცაა ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები, ელექტრონული პირისპირა სისტემის გამოყენებით. დეპარტამენტი მიღებულ კრიპტოვალუტებს მიღებიდან 24 საათში გადაიყვანს დოლარში არსებული საბაზრო ფასით და საგადასახადოს გადამხდელს დაბეგრავს დოლარში მიღებული თანხით.“


ამ საკითხთან დაკავშირებული რისკი ბიტკოინის ფასის მერყეობასთანაა დაკავშირებული. სანამ მისი ღირებულება ისეთივე მზარდი იქნება, როგორც ეს 2017 წელს იყო, მანამდე ყველაფერი არიზონას შტატის სასარგებლოდ იქნება, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ის წაგებულიც კი დარჩეს. ვალუტის ფასის შემცირება არიზონას დააზარალებს, თუ რისკისგან კარგად დაზღვეულ საგადასახადო სისტემას არ შეიმუშავებენ.


არიზონა პირველი შტატი არაა, რომელმაც მსგავსი კანონპროექტი წარადგინა. შარშან, ნიუ ჰემფშირშიც სცადეს მსგავსი სისტემის გატარება, მაგრამ მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. კანონმდებლებმა ერთი წლით გვიან დაიწყეს ხმის მიცემა და თუ არიზონაშიც იგვე განმეორდება, სავარაუდოა, რომ ბიტკოინის ფასი სრულიად სხვა იქნება. მიუხედავად ამისა, თუ კანონი ძალაში შევიდა და წარმატებულიც არმოჩნდა, მოსალოდნელია, რომ მის კვალს ბევრი მიჰყვება.

წყარო: ccn.com

bottom of page