top of page

ცენტრალური ბანკები კრიპტოვალუტების დაგროვებას დაიწყებენ?


Blockchain-ის, მსოფლიოში მეორე ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტების ვალუტის CEO-მ, პეტერ სმიტმა, განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკები 2018 წელს დიდი რაოდენობით ბიტკოინის, ეთერის და სხვა ციფრული ვალუტების შენახვასაც დაიწყებენ.


„მგონია, რომ წელს იქნება პირველი წელი, რომელშიც ცენტრალური ბანკები კრიპტოვალუტების შენახვას დაიწყებენ. ბიტკოინი უკვე ტოპ-30 ცალუტაში შედის მარაგის მიხედვით და ციფრული ვალუტის დარეზერვების ტრენდი და ძალდატანება მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება ფასის ზრდასთან ერთად.“ - ამბობს სმიტი.


აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ბანკი უკვე ფლობს კრიპტოვალუტებს. 2017 წლის დეკემბერში ბულგარეთის სახელმწიფომ განაცხადა, რომ მათ 2.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის ღირებულების ბიტკოინი აქვთ. თანხა, ძირითადად, მოგროვებულია სხვადასხვა გამოძიებებისა და შავი ბაზრიდან. მაისში, ბულგარეთის ხელისუფლებამ გაამხილა, რომ მას 213,519 ბიტკოინი აქვს, რაც დღევანდელი ღირებულებით დაახლოებით 2.8 მილიარდი დოლარია.


„ასეთი კრიმინალური აქტივობების შედეგად, მხოლოდ 2015 წლისთვის საბაჟო სამმართველოს მიერ აღრიცხული ზარალი დაახლოებით 10 მილიონი ლევას ტოლია. ამასთან, დღევანდელ დღემდე ციფრულ სამყაროში ნაპოვნი მთავარი ეჭვმიტანილების ბიტკოინის საფულეებიდან აღებული ვალუტების საერთო ოდენობა 213,519 ბიტკოინია.“ - ამბობს ბულგარეთის ხელისუფლება.


ბიტკოინზე ძალდატანებული კანონპროექტების შემოტევების გამო, მეტად სავარაუდოა, რომ ცენტრალური ბანკები დიდი ოდენობით ბიტკოინის, ეთერის და სხვა კრიპტოვალუტების დაგროვებას დაიწყებენ, რადგან ციფრული ფულის ბაზარი საგრძნობლად გაიზარდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამასთან, მილიონობით დოლარის კვლევებსა და პროექტებში დახარჯვამ და ორწლიანმა მცდელობამ, შეექმნათ ხელისუფლების მიერ მხარდაჭრილი კრიპტოვალუტა, წარუმატებლად ჩაირა. ამის მიზეზად ზოგი ასახელებს კრიპტოვალუტებზე დაწესებულ უაზრო რეგულაციებს, რომლებიც საკმაოდ ამბიციურია და არასდროს ყოფილა რეალური გეგმა.


წყარო: ccn.com

bottom of page