Bitflyer უკვე ევროპაშიც ამუშავდება
იაპონური კრიპტოვალუტების ბირჟა, Bitflyer, კიდევ ფართოვდება. შარშან კომპანია ამერიკულ ბაზარზე შემოვიდა, ახლა კი ის უკვე ევროპაშიც გამოჩნდა.
Bitlfyer ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმაა, რომელმაც ევროპაშიც დაიწყო მუშაობა მას შემდეგ, რაც ის გადახდის ინსტიტუტად აღიარა ლუქსემბურგის ფინანსურმა რეგულატორმა და ფინანსური ტექნოლოოგიის დაწესებულების ლუქსემბურგის სახლმა (LHoFT).
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა იაპონურმა სტარტაპმა ლუქსემბურგი აირჩია თავის ევროპის პლატფორმად“ - განაცხადა ლუქსემბურგის ფინანსთა მინისტრმა, პიერ გრამეგნამ. მათი ლიცენზიის მეშვეობით, Bitflyer იმუშავებს მთელი ევროპის მასშტაბით.
ისეთი კრიპტოვალუტების ბირჟის სტატუსით, რომელიც პირველადაა რეგულირებული როგორც იაპონიაში, ისევე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში, Bitflyer-ის CEO და დამფუძნებელი, იუზო კეინი ამბობს:
„მე ვამაყობ, რომ ჩვენ ახლა ყველაზე დამთმობი ვირტუალური ვალუტების ბირჟა ვართ მსოფლიოში; ეს შესაშური რეგულირების სტატუსი ჩვენს მომხმარებლებს, ჩვენს კომპანიასა და ვირტუალური ვალუტის ინდუსტრიას, მთლიანობაში, საკმაოდ პოზიტიურ მომავალს უქადის.“
კომპანიის ევროპული ოფისი ლუქსემბურგში იქნება. მათი თქმით, ისინი აქცენტს პროფესიონალ მოვაჭრეებზე გააკეთებენ, რომელთაც ‘ამჟამად ცუდად ემსახურებიან’. გამოშვებისთანავე, კომპანია გახსნის ბიტკოინის პირდაპირ ევროში გადაცვლის ფუნქციას და, ამასთან, მათივე განცხადებით, ისინი მხარს დაუჭერენ სხვა ვალუტებსაც ლაითკოინის, ეთერიუმის, ეთერიუმ კლასიკისა და ბიტკოინ ქეშის ჩათვლით, 2018 წელშივე.
წყარო: ccn.com