top of page

ბიტკოინის ტრანზაქციის საკომისიოები ერთ დოლარამდე შემცირდა


ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, SegWit-ის იმპლემენტაციის წყალობით, ბიტკოინის საშუალო ზომის ტრანზაქციების საკომისიო ერთ დოლარამდე დაეცა.


ისეთი ცნობილი საფულე, როგორიცაა Blockchain, 55 სატოშის (დაახლოებით 1 დოლარის) ოდენობის საკომისიოს მითითებას სთავაზობს მომხმარებლებს საშუალო ზომის ტრანზაქციებისთვის.


BitGo-მ, მულტი-ხელმოწერიების უსაფრთხოების სერვისის პროვაიდერმა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის კომპანიამ გამოამჟღავნა, რომ რამდენიმე დღის წინ 2 მეგაბაიტის ზომის ბლოკი მოიპოვეს SegWit-ზე ოპტიმიზირებული ტრანზაქციების წყალობით. SegWit-ი ბლოკჩეინზე ზრდის ბლოკის ზომის ლიმიტს ხელმოწერების მონაცემის მოშორებით. ხელმოწერა საჭიროა მხოლოდ ტრანზაქციის დადასტურების საწყის ეტაპზე, შემდეგ კი ის უბრალოდ ადგილს იკავებს. ამ მეთოდით, მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ბლოკის ზომა რეალურად არ გაზრდილა, შესაძლებელია ბლოკის ორ მეგაბაიტამდე გაზრდა.


ჯერჯერობით უცნობია, ერთ დოლარიანი საკომისიოები დიდხანს გაგრძელდება თუ არა, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოახერხებენ სხვადასხვა კომპანიები SegWit-ისა და lightning network-ის იმპლემენტირებას. ახლახანს სწორედ იმის გამო, რომ კომპანიამ ვერ მოახერხა SegWit-ის იმპლემენტირება, Coinbase სასტიკად გააკრიტიკეს და რამდენიმე ანალიტიკოსმა ისიც კი თქვა, რომ პლატფორმა ცდილობს, ხელი შეუშალოს ბიტკოინს განვითარებაში. პასუხად, Coinbase-ის CEO-მ, ბრაიან არმსტრონგმა, განაცხადა, რომ ისინი მალე დაამატებენ SegWit-ს.


წყარო: ccn.com

bottom of page