top of page

ტოკიოში უძრავი ქონება ბიტკოინებში გაიყიდება


 იაპონიაში, ტოკიოში დაფუძნებული უძრავი ქონების ფირმა სახლს 547 ბიტკოინად ყიდის, რაც დოლარებში 6 მილიონის ეკვივალენტია.

უძრავი ქონების სტარტაპმა Yitanzi-მ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი ბევრ საკუთრებას, მათ შორის პატარა ბინებსაც, კრიპტოვალუტებში ყიდიან. სტარტაპის CTO-მ, იოკოზავა იუსკემ, განაცხადა, რომ ინვესტორთა მზარდმა ჯგუფმა თვალი დაადგა იაპონის უძრავი ქონების ბაზარს და ისინი, ძირითადად, კრიპტოვალუტებით ვაჭრობით მიღებულ თანხებს ხარჯავენ.

კომპანიამ უკვე გამოამჟღავნა, რომ ერთი კვირის განმავლობაში პირველი ბინა გაიყიდება ბიტკოინებში, რომელსაც სხვებიც მალე მიჰყვებიან. მიუხედავად ამისა, მათ არაფერი უთქვამთ ბიტკოინის გარდა სხვა ვალუტის მიღებაზე.

იმის გამო, რომ ბანკებისა და მესამე პირის სერვისებით საკუთრებების შეძენა საკმაოდ მაღალ საკომისიოებთანაა დაკავშირებული, კრიპტოვალუტები ნამდვილად კარგი გამოსავალია ამის თავიდან ასაცილებლად. სწორედ ამიტომ, ბევრმა უძრავი ქონების აგენტმა ლონდონსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში უკვე დაიწყო ბიტკოინის მიღება მაღალ თანხებთან დაკავშირებულ შესყიდვებში.

მიუხედავად იმისა, რომ მცირე გადასახადებისთვის ბიტკოინის საკომისიო საკმაოდ მაღალია, 100,000 დოლარზე მეტისთვის ეს საკომისიოები უკვე საკმაოდ მცირედაც კი ჩანს ბანკის საკომისიოებთან შედარებით.

ამასთან, იუსკე აღნიშნავს, რომ ბევრ ინვესტორს რამდენიმე მილიონიანი ქონების გადაცვლა უნდა ბიტკოინებში, რადგან კრიპტოვალუტების ბირჟებზე ამხელა თანხის ოდენობის კრიპტოვალუტების შესყიდვა კომპლექსურ ვერიფიკაციებთანაა დაკავშირებული.

წყარო: ccn.com

bottom of page