არსენალმა კრიპტოვალუტასთან ხელშეკრულება გააფორმა
არსენალის ფეხბურთის გუნდმა ახლახანს Cashbet coin-თან ხელშეკრულება გააფორმა.
Cashbet coin (CBC) CashBet პლატფორმის, ონლაინ აზარტული თამაშების ბიზნესის, კრიპტოვალუტა გახდება. ვალუტის წინასწარი გაყიდვა უკვე დაწყებულია და ICO-ს შემდეგ CBC ბაზარზე გამოჩნდება.
Cashbet სხვა მახასიათებლებთან ერთად მომხმარებლებს კაზინოსა და სპორტზე ფსონების დადებას სთავაზობს.
შეთანხმების თანახმად, პლატფორმა ICO-ს არსენალის პრემიერ ლიგის თამაშზე, ემირატის სტადიონზე გაუწევს რეკლამას. თუ გავითვალისწინებთ, რომ თამაშებს დაახლოებით 80 მილიონი მაყურებელი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით, რეკლამა მართლაც დიდ წარმატებას პირდება Cashbet-ს.
Cashbet პირველი ფირმაა კრიპტოსამყაროში, რომელმაც სპორტულ გუნდთან ხელშეკრულება დადო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აზარტული თამაშების კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა გუნდებთან, ისინი ლონდონის აზარტული თამაშების კომისიის მიერ რეგულირებადია, ICO-ები კი ჯერ-ჯერობით რეგულაციებს არ ექვემდებარება. სწორედ ამიტომ, ბევრი რეგულატორისა და ბიზნეს ლიდერების აზრით, ასეთი შეთანხმება საკმაოდ დიდ რისკთანაა დაკავშირებული.
ამის სანაცვლოდ, ვინაი ვენკატეშამმა, არსენალის მთავარმა კომივოიაჟერმა განაცხადა:
„ჩვენ მოხარულები ვართ Cashbet-ის ჩვენს პარტნიორად მიღებით. მოხარულები ვართ ასევე Cashbet Coin-თან ჩვენი სამომავლო ურთიერთობით, როგორც კი კრიპტოვალუტა გამოვა.“
პლატფორმა ICO-თი 40 მილიონი აშშ დოლარიდან 70 მილიონ აშშ დოლარამდე მოგროვებას გეგმავს.
წყარო: ccn.ge; theguardian.com