top of page

CryptoZ - გვერდის განახლება


მოგესალმებით!


როგორც უკვე არა ერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენი მისიაა, ბლოკჩეინ ტექნოლოგია ყველასათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ.


ამ მიზნის მიღწევაში სწორედ ჩვენი ვებ გვერდის ერთგული მომხმარებელი გვეხმარება, რისთვისაც კიდევ ერთხელ გვინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ!


ჩვენი მოღვაწეობის ამ მოკლე პერიოდში არა ერთი კითხვა და რეკომენდაცია მივიღეთ, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა ყველაზე პრობლემატური საკითხები, რაც ძირითადად სხვადასხვა მომსახურების ხელმისაწვდომობას ეხება.


სწორედ ამ პრობელემებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გარკვეული მიმართულებები უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისათვის და ამიტომაც ვებ გვერდის მთავარ გვერდზე და მენიუში დავამატეთ ახალი ფუქნციები, რომლებზეც ქვემოთ მოგიყვებით:





დღეისათვის საქართველოში ბლოკჩეინთან დაკავშირებულ, ყველაზე აქტუალურ საქმიანობად რჩება კრიპტოვალუტის მოპოვება, ანუ მაინინგი, თუმცა ბევრისთვის უშუალოდ მაინინგ მოწყობილობების დამონტაჟება და მართვა პრობლემას წარმოადგენს, ხოლო აპარატურის ადგილზე მოტანა რამოდენიმე თვიან პროცესთანაა დაკავშირებული. ადამაინებისათვის, რომლებსაც სურთ, დაიწყონ მაინინგი, მაგრამ, ამასთან, უნდათ, თავიდან აირიდონ მასთან დაკავშირებული თავის ტკივილი, შეუძლიათ იყიდონ ქლაუდ მაინინგ კონტრაქტები, რაც გულისხმობს პროვაიდერისგან ჰაშ სიმძლავრის ქირაობას და შესაბამისი საკომისიოების გადახდის შემდეგ შემოსავლის მიღებას. აღსანიშნავია, რომ ქლაუდ მაინინგთან დაკავშირებული თაღლითობების რიცხვი დღითი დღე იზრდება, ამიტომ გთავაზობთ, ჩვენი აზრით, ყველაზე სანდო ქლაუდ მაინინგის, hashflare-ის და Genesis mining-ის სარეგისტრაციო ბმულებს ჩვენს ვებ გვერდზე. თუ კონტრაქტის საყიდლად გადახვალთ ჩვენი ვებ გვედიდან, პროვაიდერისაგან მივიღებთ რეფერალურ შემოსავალს, რომელიც მოხმარდება ვებ გვერდისა და მობილური აპლიკაციის განვითარებას.



ხშირად, სურვილის და მონდომების მიუხედავად, ჩვენი მომხმარებელი ვერ ახერხებს თავისთვის სასურველი კრიპტოვალუტის შეძენას, რადგან შედარებით მცირე და უცნობი ვალუტები ხელმისაწვდომი არ არის ყველა ბაზარზე. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, თქვენს ხელთ არსებული კრიპტოვალუტა უნდა გადაიტანოთ კრიპტო ბირჟებზე. ჩვენ გთავაზობთ რამოდენიმე ბირჟას, რადგან ყოველ მათგანს სხვადასხვა უპირატესობა აქვს - ადვილი მოხმარება, ვალუტის წამიერად გადაცვლის შესაძლებლობები, ბევრი მცირე ზომის ვალუტის შესყიდვის შესაძლებლობა და ა.შ. ამ ეტაპზე მომზადებული გვაქვს Binance-ზე და Cryptopia-ზე რეგისტრაციის დეტალური სახელმძღვანელოები. ჩვენი მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე მომავალში დავამატებთ, სხვა ბირჟებზე რეგისტრაციისა და ზოგადად ბირჟაზე ვაჭრობის ინსტრუქციებსაც. ამ შემთხვევაშიც, ჩვენი ვებ გვერდიდან დარეგისტრირების შემთხვევაში, მივიღებთ რეფერალურ შემოსავალს, რომელიც მოხმარდება ვებ გვერდის განვითარებას. ამასთან, რეფარულური ლინკები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ ბირჟებზე, რომლისთვისაც მომზადებული გვაქვს ინსტრუქციები.



ვინაიდან გაკეთებულ ინვესტიციაზე ყველაზე მაღალი შემოსავლით ICO-ები ხასიათდება, გადავწყვიტეთ, ვებ გვერდზე დაგვემატებინა ICO კალენდარი, სადაც თქვენ შეძლებთ ნახოთ როგორც მიმდინარე, ასევე უახლოეს მომავალში დაგეგმილი ICO-ები. გაითვალისწინეთ, რომ მაღალი შემოსავლიანობა ყოველთვის მაღალ რისკთანაა დაკავშირებული, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ არ გააკეთოთ იმხელა ინვესტიცია, რამდენის დაკარგვაც სერიოზულ ფინანსურ ზიანს მოგაყენებთ.


განცხადება: CryptoZ არის ყველა იმ გვერდის მომხმარებელი, რომელზეც საუბარია მოცემულ ბლოგში. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ამ ვებ გვერდების უსაფრთოხებასა და გამართულად მუშაობაზე. ეს ბლოგი მიმართულია კრიპტოვალუტის ხელმისაწვდომობის გაზრდისაკენ და არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას, ამასთან www.CryptoZ.ge-დან ამ ვებ გვერდებზე გადასვლისა და რეგისტრაციის შემთხვევაში ვიღებთ რეფერალურ შემოსავალს, რომელიც მოხმარდება მხოლოდ CryptoZ-ის განვითარებას.




bottom of page