top of page

ლიხტენშტეინის პრინცი კრიპტოვალუტების ყიდვას აპირებს


პრინცი ალოისი ლიხტენშტეინიდან, რომლის მამაც, პრინცი ჰანს ადამ მეორე, ტექნიკურად ჯერ კიდევ ძალაუფლების მქონეა, მაგრამ გარკვეული გაუგებრობების გამო ამ ძალაუფლებას ვერ იყენებს, ეძებს აქტივების ახალ კლასებს და მისი ყურადღება სწორედ ბიტკოინმა მიიპყრო.


ალოისმა აღნიშნა, რომ ერთადერთი, რაც სამეფო ოჯახს აკლია, ეს კრიპტო ექსპერტია.


„საინტერესო იქნება, ჩემი აზრით, ზოგადად ბლოკჩეინ ტექნოლოგია ძალიან საინტერესოა. მგონია, რომ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს საკმაოდ სარისკო აქტივების კლასია - თუ არის ეს საერთოდ აქტივის კლასი. მაგრამ ბლოკჩეინი სამომავლოდ ბევრ არეალს შეცვლის, ბევრ ბიზნესსაც.“


აღსანიშნავია, რომ ლიხტენშტეინის პრინცი 500 ყველაზე მდიდარ ადამიანში შედის. კითხვაზე, შეიძენს თუ არა ახლო მომავალში პრინცი რაიმე კრიპტოვალუტას, პასუხად მან განაცხადა, რომ ეს ჯერ კიდევ ღია დისკუსიის საგანია.


წყარო: ccn.com

bottom of page