top of page

ექსპერტების აზრით ბიტკოინის ფასი 50,000 აშშ დოლარს მიაღწევს


კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის მოცულობა, იანვრის თვის ვარდნების გამო, 400 მილიარდ აშშ დოლარს ჩამოსცდა, ბიტკოინი კი - 6,000 აშშ დოლარს. წერის მომენტში უმსხვილესი კრიპტოვალუტის ღირებულება 8,449 აშშ დოლარს შეადგენს, რაც ბოლო 24 საათში ფასის 5%-იანი ზრდის შედეგია. CNBC-ის ექსპერტების აზრით, ეს მხოლოდ დიდი აღმასვლის დასაწყისია და წლის ბოლოს ბიტკოინის რირებულება 50,000 აშშ დოლარსაც კი დაარტყამს.


ამასთან, ექსპერტებს სჯერათ, რომ კრიპტოვალუტების საერთო ბაზრის მოცულობა ერთ ტრილიონ დოლარს მიაღწევს სხვადასხვა ალტკოინების ფასის ზრდის გამო. თომას გლუკსმანი, APAC ბიზნეს განვითარების მთავარი კრიპტოვალუტების ბირჟა Gatecoin-ში, აღნიშნავს, რომ რეგულაციური აღიარება, ტექნოლოგიური განვითარება და ინსტიტუციონალური კაპიტალის შემოსვლა ამ წელს აღმასვლისკენ უბიძგებს. გლუკსმანისთვის არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ბიტკოინი დეკემბერში 50,000 ვერ მიაღწევს. ტექნოლოგიური განვითარება, რომელსაც ის აღნიშნავდა, გულისხმობს ელვისებურ ქსელს (Lightning Network), რომელმაც ამჟამად 1,000 გადარიცხვებს მიაღწია. ბიტკოინის ასეთი წარმატების წინასწარმეტველება ეფუძნება მის ფიუჩერსებსაც. CME-იმ და CBOE-მ უკვე გამოუშვეს ბიტკოინის ფიუჩერსები, Nasdaq-ი კი აგრძელებს ამ პროდუქტების გამოკვლევას.


ამასთან, ჯეიმი ბურკე, სარისკო კაპიტალის ფირმა Outlier Ventures-ის CEO, განაცხადებს:


„ჩვენ გვჯერა, რომ თებერვლის შემდეგ ბაზარი ზემოთ აიწევს ჩქარი ტემპებით თუ იმაზე მეტად არა, ვიდრე ეს შარშან იყო და ის პოტენციურად ერთი ტრილიონი დოლარის ნიშნულს მიაღწევს სანამ კვლავ ჩამოწვება კრიპტო ზამთარი.“


ბიტკოინის გარდა, ბაზრის ექსპერტებს სჯერათ ალტკოინებს ფასის დიდი ზრდისაც, რადგან ისინი გვთავაზობენ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ გამოსავლებს, რომლებიც ბევრ სხვადასხვა პრობლემას აგვარებს. მაგალითად, მიკ შერმანმა, მონაცემთა მეცნიერების კომპანია Hercules Tech-ის CEO-მ და თანადამფუძნებელმა, განაცხადა, რომ IOTA-ს, NEO-ს და Ethereum-ის მსგავს კრიპტოვალუტებს თვალყური უნდა ვადევნოთ, ვინაიდან ისინი ქმნიან ისეთ პლატფორმებს, რომლებზეც დეველოპერებს სხვადასხვა აპლიკაციების შექმნა შეუძლიათ.


„პრაქტიკული მონეტები და აქტივები მომუშავე პლატფორმითა და ბლოკჩეინისა და საკუთარი მონეტის საჭიროების რეალური მიზეზით, სავარაუდოა, რომ ამ წელს ფასში მოიმატებს. ზოგი ამ კრიპტოაქტივიდან წლობით გამოუყენებელი იქნება, რაც ნიშნავს, რომ მათ რეალური ღირებულება არ გააცნია.“ - განაცხადა შერმანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგია საოცრად მრავალფეროვანია და მოსალოდნელია ბევრი „საპნის ბუშტის“ ნახვა, სანამ სანდო, ბლოკჩეინზე დაფუძნებულ აქტივებს ვიხილავთ.  


წყარო: ccn.com

bottom of page