top of page

რიპლი კიდევ ერთ ახალ პარტნიორს იძენს

რიპლმა ახალი პარტნიორი შეიძინა. პლატფორმამ ხელშეკრულება დადო LianLian-თან, საერთაშორისო გადარიცხვების კომპანიასთან ჩინეთში. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია გამოიყენებს რიპლის ბლოკჩეინ პროდუქტს, xCurrent-ს, რომელსაც სან ფრანცისკოში დაფუძნებული ფირმა მომენტალური გადარიცხვის გამოსავალს უწოდებს.


„საზღვრის გადამკვეთმა გადახდებმა, რომლებიც ჩინეთის ბაზარს უკავშირდება, 2017 წელს 1.07 ტრილიონ დოლარს მიაღწია. არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობა, რომ ეს გადახდები უფრო ჩქარი და იაფი გახდეს. RippleNet-ის გამოყენებით, LianLian-ი ახლა შეძლებს ვაჭრებსა და მომხმარებლებს მომენტალური გადარიცხვები შესთავაზოს, რაც აქამდე მას არ შეეძლო. ჩვენ მოხარული ვართ, რომ LianLian-ში RippleNet-ის წევრებს დავიმატებთ“ - განაცხადა ემი იოშიკავამ, რიპლის სარისკო პარტნიორობების დირექტორმა.


ეს ახალი პარტნიორობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რიპლის აზიის ქვეყნებში გავრცელებას იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან უკვე დადებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით.


წყარო: ccn.com

bottom of page