top of page

რა არის Galactikka


Galactikka ბლოკჩეინ პლატფორმაა, რომლის წინასწარი ICO-ც 4 დეკემბერს დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს ICO-ს პირველი რაუნდი, რომელიც 5 თებერვალს დასრულდება. მთლიანი ICO მარტამდე გაგრძელდება.


ეს არის რუსეთში დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მომავლის სოციალური ქსელის შექმნას. აქ ატვირთული კონტენტის სანაცვლოდ მომხმარებლები მონეტარულ ანაზღაურებას იღებენ და, ამასთან, პლატფორმა თავად, უფასოდ უწევს რეკლამას მათ კონტენტს. საიტზე შესაძლებელია ნებისმიერი სახის ინფორმაციის განთავსება ნებისმიერი პირის მიერ, იქნება ეს ხელოვანი, ბლოგერი, მოგზაური, მწერალი თუ სხვა. Galactikka-ს Facebook-ის მსგავსი ინტერფეისი აქვს, რომლის შეცვლაც მომხმარებელს შეუძლია სურვილისამებრ, ანიმაციების დართვითა და სხვა უამრავი გასართობებით.


მომხმარებლის სარეკლამო პოსტის 2,500 ნახვა 1 GALA მონეტა, პლატფორმის მთავარ ვალუტა, ღირს, რაც დაახლოებით 20-ჯერ უფრო იაფია ვიდრე Faceebok-ზე, Twitter-ზე, Instagram-სა და სხვა სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსება. იქიდან გამომდინარე, რომ საიტზე რეკლამის განთავსება მხოლოდ GALA მონეტებით იქნება შესაძლებელი, Galactikka-ს პოპულარობის ზრდასთან ერთად აიწევს მონეტის ღირებულებაც შესაბამისად.


პლატფორმის ძიების სისტემის წყალობით გამარტივებულია მომხმარებლებისთვის რელევანტური პოსტების მოძიება და ერთმანეთთან დაკავშირება. საიტს აქვს “Surf” ღილაკი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ინტერესების მითითების შედეგად ახალ და საინტერესო კონტენტს პოულობს. ეს ზრდის იმის შანსებსაც, რომ საიტზე ახლად დარეგისტრირებულებმა მალევე მიაღწიონ პოპულარობას. არის “Flow” ღილაკიც, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები საზოგადო სივრცეში გადადიან და იქ ნახულობენ საინტერესო მასალას. ესეც, კიდევ ერთხელ, ზრდის მომხმარებლების შანსებს, გაზარდონ მათ მიმდევართა რაოდენობა. ამასთან, მოხმარებლებს შეუძლიათ, რეკომენდაციები გაუწიონ მათ, ვისთანაც საერთო ინტერესები აკავშირებთ.


რაც შეეება კონტენტის მონეტარიზაციას, რამდენიმე წუთში ერთხელ თამაშდება ლატარიები, რომელთა გამარჯვებულიც შერჩევითად ცხადდება. მათ, ვინც ჩართულნი არიან ქსელში, შეუძლიათ, ზეგავლენა იქონიონ დიდი ჯილდოს მოგებაზე. როდესაც ვინმე 5,000 აქტიურ subscriber-ს მიაღწევს, მათ მიერ მოგებული ჯილდოს ნაწილი მომენტალურად ჩაერიცხება ანგარიშზე. შედეგად, ის ნაკლებად იქნება დამოკიდებული ლატარეაზე და სხვა შემოსავალიც ექნება. ამასთან, პრემიუმ ანგარიშის მქონე პირები ყოველდღიურად მიიღებენ გარკვეულ თანხას, რომლითაც შეუძლიათ, წაახალისონ საინტერესო კონტენტის დამწყები შემქმნელები. ასევე შესაძლებელია საყვარელი ბლოგერისთვის თანხის გადარიცხვაც და ადგილობრივი რეკლამის განთავსებაც.


როგორც Galactikka-ს White paper-ში ვკითხულობთ, მაშინ, როდესაც საიტი ერთ მილიონ მომხმარებელს მიაღწევს, აქტიური მომხმარებლების წლიური შემოსავალი დაახლოებით 900 დოლარი იქნება, ადგილობრივი რეკლამების განთავსებასა და subscriber-ებისგან თანხის მიღებასთან ერთად კი - 1,700 დოლარი. იმ შემთხვევაში, თუ საიტი 50 მილიონ მომხმარებელს მიაღწევს, ტოპ აქტიური მომხმარებლები 10,900 დოლარს მიიღებენ წლიურად, ზემოხსენებული ორი ფაქტორის გათვალისწინებით კი - 57,800 დოლარს.


ამას გარდა, როგორც კი საიტი მილიონ მომხმარებელს მიაღწევს, მათ შეეძლებათ საკუთარი სერვისების დაპოსტვა და შემოთავაზებების მიღება. ICO-ს soft cap, ანუ საჭირო თანხის მინიმუმი 2,500 ეთერს შეადგენს, ხოლო hard cap, ანუ საჭირო თანხის მაქსიმუმი - 44,000 ეთერს. ამჟამად ერთი Gala მონეტა 0.38 აშშ დოლარი ღირს.


წყარო: Galactikka white paper

bottom of page