top of page

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ბიტკოინს ფლობს


ჩეჩნეთის რესპუბლიკის თავკაცმა, რამზან კადიროვმა, რუსეთის პრესასთან აღიარა, რომ მას შეძენილი აქვს კრიპტოვალუტა ბიტკოინი. ასევე, მან აღნიშნა, რომ აინტერესებს ბლოკჩეინ ტექნოლოგია და კრიპტოვალუტები.

‘’მე უკვე ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგია იქნება ჩეჩნეთის რესპუბლიკაში’’ - დაწერა კადიროვმა თავის ტელეგრამზე.

‘’მე ასევე დაინტერესებული ვარ ინოვაციური გადახდების სისტემებით, და ამის გამო ცოტაოდენი ბიტკოინი მეც შევიძინე, რათა მივყვე ინდუსტრიის მოვლენბებს’’

ყოფილმა ჩეჩნეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების ყიდვისას გარანტირებული არ არის შემოსავალი, რადგან ინდუსტრიაში ძალიან ბევრი თაღლითია, მაგრამ არსებობენ კარგი მოთამაშეებიც.

‘’ამასთან, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინდუსტრია მკაცრად უნდა დარეგულირდეს, მაგრამ არ აიკრძალოს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფომ დაიცვას ინვესტორები თაღლითების, პირამიდებისა და სხვა სახის ფინანსური საფრთხეებისგან.’’

მან ასევე თქვა:

‘’ვფირქრობ, რომ მსოფლიოს ტექნოლოგიურ განვითარებას ფეხი აუცილებლად უნდა აუყოლოს ჩვენმა ქვეყანამ, რათა არ დარჩეს უკან’’

ჩეჩნეთის ლიდერის აზრს იზიარებს ასევე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი. ორივე იმ აზრზე დგას, რომ კრიპტოვალუტები უნდა დარეგულირდეს და არა აიკრძალოს.

პუტინმა რუსეთის ერთ-ერთ პრესას განუცხადა, რომ კრიპტოვალუტების რეგულირება ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეროგატივააა, რასაც იგი მომავალში გარდაუვლად მიიჩნევს. ამასთან, ფიქრობს, რომ ბევრ ასპექტში კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი გამოსადეგი იქნება ქვეყნისა თუ მსოფლიოსთვის.

ჩეჩნეთი არის რუსეთის ფედერალური სუბიექტი. იგი მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში. ისლამი არის დომინანტური რელიგია; მოსახლეობის 95% არის მუსულმანი 2010 წლის გამოკითხვის მიხედვით. ამჟამად ისლამური საზოგადოება კამათობს ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების თაობაზე. დეკემბერში რამოდენიმე ცნობილი მუსულმანი ამბობდა, რომ კრიპტოვალუტა არის ჰარამი (ისლამური წესით აკრძალული,. რადგან ეს ღია კარია ფულის გათეთრებისა და თაღლითობისთვის. მაგრამ შემდეგ, სხვა მუსულმანები წერდნენ, რომ კრიპტოვალუტები უფრო შეესატყვისება შარიას, ისლამურ კანონს, ვიდრე ტრადიციული ვალუტები.

‘’ბიტკოინი, ამ მსგავსი სისტემები უფრო მორგებულია ისლამურ საბანკო და ფინანსურ სექტორს, ვიდრე რიბათი გამყარებული ცენტრალური ბანკის ტრადიციული ვალუტა’’ - გ.ევანსი


დაბოლოს, კადიროვმა აჩვენა რუსეთს, რომ ბიტკოინის და კრიპტოვალუტების ყიდვა არის ლეგალური. ასევე, ის არის პირველი პოლიტიკური ფიგურა, ვინც ღიად განაცხადა, რომ ფლობს ბიტკოინს და ყოველდღიურად ამოწმებს ფასსაც.


იყიდიან თუ არა სხვა პოლიტიკური ფიგურები კრიპტოვალუტას და ბიტკოინს? საინტერესო ეს არის.


წყარო: bitcoinist.com, coindesk.com.

bottom of page