Coincheck-ი ჰაკის შემდეგ აღდგენას იწყებს
კრიპტოვალუტების ბირჟა coincheck-მა ფულის გამოტანის ფუნქცია ისევ გახსნა მოკლევადიანი გაყინვის შემდეგ. შედეგად ბირჟიდან 40.1 მილიარდი იაპონური იენი (372 მილიონი) მოხსნეს.
კომპანია კვირების განმავლობაში ცდილობდა, მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტოვალუტების ჰეკის შემდეგ აღდგენილიყო, მაგრამ საბოლოოდ მან პირობა შეასრულა და გამოტანების დროებითი შეჩერების შემდეგ მომხმარებლებს იაპონური იენი დაუბრუნა.
„ჩვენ განვაახლეთ იაპონური იენის გამოტანის ფუნქცია. დღეს ჩვენ დავაკმაყოფილეთ ყველა გამოტანის მოთხოვნა, რომელიც 11 თებერვლის დღის სამი საათიდან მივიღეთ“ - განაცხადა coincheck-მა.
კომპანიამ ანგარიშიც ჩააბარა იაპონიის ფინანსურ რეგულატორს, სადაც მოპარული NEM-ის შესახებ გამოძიების შედეგები წარადგინა. ამასთან, მათ გააძლიერეს კიბერუსაფრთხოება და დააინსტალირეს მომხმარებლების მხარდაჭერის ახალი სისტემა.
ბირჟა ამჟამად უფრო უსაფრთხო ანგარიშებს ქმნის ზოგიერთი კრიპტოვალუტის შენახვისთვის. სავარაუდოდ, ისინი ცივ საფულესაც დაამატებენ.
„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი სისტემების უსაფრთხოების გაუმჯობესებას იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ სხვა კრიპტოვალუტების ტრანზაქციებს რაც შეიძლება მალე.“ - განაცხადა კომპანიამ.
530 მილიონი დოლარის ღირებულების NEM-ის მოპარვიდან სამ კვირაში, Coincheck-მა განაცხადა, რომ ისინი დაზარალებულებს აუნაზღაურებდნენ დაკარგულ თანხებს. მათი განცხადების თანახმად, ისინი პირველ რიგში სწორედ ამ თანხების ანაზღაურებაზე იქნებიან კონცენტრილებულები, სანამ სრულად აღადგენენ გამოტანის სერვისს. რაც მნიშვნელოვანია, კომპანიას გააჩნია საკმარისი თანხა იმისათვის, რომ დაზარალებულებს საჭირო თანხები დაუბრუნოს. კომპენსაციის თარიღი მალე გამოცხადდება.
წყარო: ccn.com