top of page

ისლანდია ბიტკოინის მაინინგის გამო ენერგიის ნაკლებობას განიცდის


ისლანდია, რომელიც კრიპტოვალუტების მაინინგისთვის სამოთხედ ითვლებოდა, ელექტროენერგიის მარაგთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდის. პატარა ქვეყანა ცხელი გეიზერებისგან წარმოებული განახლებადი ენერგიის გამო იზიდავს მაინერებს, რომლებიც SHA-256 ჰაშ ალგორითმის ამოხსნაზე მუშაობენ. ამასთან, იმის გამო, რომ ეს ენერგია ისლანდიის მცირე მოსახლეობაზე, კერძოდ 340,000 კაცზე ნაწილდებოდა, ენერგიის დიდი რაოდენობა ხელმისაწვდომი იყო მაინინგისთვის, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მათ მიერ დახარჯულმა ელექტროენერგიამ მთელი მაცხოვრებლებისას გადააჭარბა: წელიწადში ისინი 700 გიგავატს ხარჯავენ, მაინინგ კომპანიები კი საშუალოდ - 840 გიგავატს.


„განახლებადი ენერგია იაფი და მომგებიანია მაინინგის კომპანიებისთვის. ამჟამნიდელი ენერგიის ნაკლებობა შეიძლება შეიცვალოს უფრო მეტი განახლებადი წყაროს დამატებით, რასაც მაინინგის კომპანიებისა და ხელისუფლების თანამშრომლობით მივაღწევთ“ - განაცხადა ეინარ თოროდსენმა, რეიკიავიკში დაფუძნებული ქლაუდ მაინინგის უსაფრთხოების ექსპერტმა.


ამასთან, როგორც იოჰან სნორი სიგურბერგსონი, ენერგიის ადგილობრივი პროვაიდერი HS Orka-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი, განაცხადებს:


„რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ეს... ამას, ჩემი აზრით, შეიძლება ექსპონენციური ზრდაც დავარქვათ ენერგიის გამოყენებადობაში. მე ვიღებ ძალიან ბევრ ზარს და ვიზიტს პოტენციური ინვესტორებისა ან კომპანიებისგან, რომელთაც ისლანდიაში დატა ცენტრების გახსნა უნდათ.“


ხელისუფლებაში რამდენიმე ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მაინინგის კომპანიების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას, რადგან ეს ყველაფერი ისლანდიას საერთოდ არ ეხმარება, პირიქით, ენერგიას ართმევს მათ. მიუხედავად ამ ეჭვებისა, ისლანდია პირველი ქვეყანაა, სადაც მაინინგისთვის უფრო მეტი ენერგია იხარჯება, ვიდრე მაცხოვრებლებზე. შარშან ბიტკოინის მაინინგისთვის 24 ტერავატი-საათში დაიხარდა მთელი წლის განმავლობაში, რაც მთელი ნიგერიის მიერ გამოყენებული ენერგიის ტოლია.


წყარო: ambcrypto.com

bottom of page