top of page

შვეიცარია ICO-ების დარეგულირებას აპირებს


შვეიცარიის ფინანსური ბაზრის ზედამხედველობის დაწესებულებამ (FINMA) ახლახანს განაცხადა, რომ რეგულატორები შეამოწმებენ ICO-ებს და დაარეგულირებენ მათ ან ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მეთოდებით, ან უსაფრთხოების მეთოდებით.


ვინადაინ შვეიცარიაში დაფუძნებული ICO-ების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა ქვეყნის მხრიდან ხელშეწყობის გამო, გაიზარდა საჭირო რეგულაციების დამყარების მოთხოვნის რიცხვიც. FINMA-მ უკვე მიიღო ასზე მეტი მსგავსი მოთხოვნა.


დაწესებულებამ განაცხადა, რომ ბაზრის წესები და რეგულაციები ყველა ICO-ზე მორგებადი არ არის, რადგან ზოგი მათგანი საერთოდ არაა რეგულაციური მოთხოვნების სუბიექტი. ამის გამო, დრო უნდა დაეთმოს ICO-ების სათითაოდ გააანალიზებას.


როგორც მათ განაცხადეს, პირველადი მონეტების შეთავაზებაზე რეგულაციები დაფუძნებული იქნება გამოშვებული მონეტის მიზანსა და იმაზე, არის თუ არა ეს მონეტა სავაჭროდ და გადასახდელად ICO-ს მიმდინარეობის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს მონეტების განსხვავებული ტიპების ტერმინოლოგია, FINMA ყოფს მათ სამ შესაძლო ტიპად, სადაც ჰიბრიდული ფორმა ასევე მიიღება ვარიანტად.


მათ მიერ მიჩნეული ტიპებია:

  1.  გადახდის მონეტები, რომლებიც ICO-ს დაწყებიდანვე შესყიდვადი და გადაგზავნადია და ამის გამო ისინი დარეგულირდება ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მექანიზმით;

  2. სარგებლიანი მონეტები, რომლებიც არ ჩაითვლება ფასიან ქაღალდებად, თუ მათი მიზანი აპლიკაციის ან სერვერისთვის ციფრული აქტივის სახელის მინიჭება იქნება. თუ სარგებლიანი მონეტა იმუშავებს, როგორც ინვესტიცია, მაშინ ის დარეგულირდება, როგორც ფასიანი ქაღალდი;

  3.  აქტივის მონეტები, რომლებიც განიხილება, როგორც ფასიანი ქაღალდები. ეს ნიშნავს, რომ მათ მოექცევიან ისე, როგორც ჩვეულებრივ აქციას ან ობლიგაციას, მაგალითად, ისინი გადაუხდიან მფლობელებს დივიდენტებს, ან მისცემენ მათ საშემოსავლო ნაკადის მოპოვების უფლება. ამ ტიპის ICO-ები მკაცრად დარეგულირდება.

„ICO პროექტების მიმართ ჩვენი ბალანსირებული მიდგომა საშუალებას აძლევს ლეგიტიმურ ინოვატორებს, გამოუშვან თავიანთი პროექტები ისე, რომ ისინი შეთავსებადი იყოს ჩვენს წესებთან ინვესტორების დაცვისა და ფინანსური სისტემის ერთიანობის მიზნით“ - განაცხადა FINMA-ს CEO-მ, მარკ ბრანსონმა.


წყარო: ccn.com

bottom of page