top of page

კრიპტო მომხმარებლების 6 ტიპი

telegram-ი არის აპლიკაცია, სადაც მილიონობით კრიპტო მომხმარებელი ამყარებს ერთმანეთთან კომუნიკაციას. და როგორც ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს სტერეოტეიპები, ასევე ციფრულ სამყაროშიც იკვეთება მომხმარებლების სხვადასხვანაირი ტიპები. არსებობს მომხმარებლების რამდენიმე ფსიქოტიპი, რომელსაც ხშირად შევხვდებით ტელაგრამში:


1. An alarmist

ამ ტიპის მომხმარებლები გამორჩეული არიან სხვადასხვა არხებზე ყველაზე მეტი აქტივობით, რითიც ყველას აგიჟებენ. ისინი საკმაოდ ხშირად გამოთქვამენ თავიანთ უსაზღვრო სიყვარულს პროექტისა და სხვა მომხმარებლების მიმართ, მაგრამ, ამავდროულად, მომენტალურად გადაერთვებიან ხოლმე აგრესიასა და ბრაზზე, როგორც კი პატარა პრობლემა იჩენს თავს.

ძირითადი ლექსიკონი: ყველა მიყვარხართ. HODL. მე ნამდვილად მჯერა ამ პროექტის. მაგრამ მეორეს მხრივ: მე მინდა ჩემი ფულის და მონეტების დაბრუნება! მეზიზღებით! დამიბრუნეთ ჩემი ფული! ეს თაღლითობაა! ტყუილია! ყველაფერი დავკარგე! დედაჩემისთვის უნდა დამეჯერებინა! გაიქეცით, თქვე სულელებო!


2. კაცი „კონტაქტებით“

ამ ტიპის მომხმარებელი ძირითადად დემონსტრირებას უკეთებს იურისპრუდენციაში თავის ცოდნას, CIA-თან კონტაქტებს და პრეზიდენტებთან ნაცნობობას.

ძირითადი ლექსიკონი: შენ დიდ შარში გაყავი თავი. მე ყველაფერი SEC-ს (ამერიკის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია) მოვახსენე. შეგიძლია უკვე დაიწყო ნერვიულობა, რადგან FBI თვალს გადევნებს.


3. მორწმუნე

ეს ტიპი მომხმარებლების უმეტესობას შეადგენს ტელეგრამის არხებზე. ისინი საკუთარი ფულის ინვესტირებას აკეთებენ არა მხოლოდ მოგების სანახავად, არამედ ასევე გუნდსა და პროექტში რწმენის გამოც. ისინი პროდუქტის ყველაზე ლოიალური მიმდევრები არიან და ყოველთვის იჩენენ მოთმინებასა და გაგებას პროექტის განვითარების პერიოდში. მათ უმეტეს ნაწილს კრიპტოვალუტებში კარგად გარკვეული ენთუზიასტები შეადგენს, რომლებიც კითხულობენ, აანალიზებენ და თვალს ადევნებენ მედიაში ყველანაირ აქტივობას. ისინი ძირითადად თავად იკვლევენ ყველა პრობლემას და უზიარებენ არმოჩენებს სხვა მომხმარებლებს.


4. გადამყიდველი

ამ ტიპის მომხმარებელი პროექტებს ერთი მიზნით უყურებს: იყიდოს იაფად და გაყიდოს ძვირად. მას არ აინტერესებს პროდუქტის შინაარსი, მის უკან მდგომი იდეა, ან გუნდის წევრების ვინაობა. ის იშვიათად კითხულობს white paper-ს.ძირითადი ლექსიკონი: როდის მოხვდება ვალუტა ბირჟაზე? დროზე, ხალხო, აჩქარდით! ვეღარ ვითმენ როდის ავა [ვალუტა] 100 დოლარზე ამ თვეში.


5. მუდმივად დაბლოკილი მომხმარებელი

ამ ტიპის მომხმარებელი ყოველთვის იბლოკება ბევრი სპამის გავრცელების გამო. შემდეგ ის ახალ ანგარიშს ქმნის და თავიდან იწყებს იგივეს კეთებას. ძირითადი ლექსიკონი: რატომ დამბლოკეთ ისევ? მე ერთი მილიონი დოლარი დავაბანდე და ისევ დამბლოკეს. რატომ?


6. სარკასტული 

მომხმარებელი, რომელიც ქსელში თვეში ერთხელ შემოდის და ერთი და იგივე კითხვებს სვამს: „აბა, როგორ ხართ? უკვე ჩაფლავდა პროექტი?“ შემდეგ ის ქრება და ისევ ერთი თვის შემდეგ ბრუნდება იგივე კითხვებითა და ხუმრობებით.


თარგმანი: ანა მიქატაძე

წყარო: ccn.com

bottom of page