top of page

ბიტკოინის საკომისიოები მნიშვნელოვნად შემცირდა!


უკანასკნელ პერიოდში არ წყდებოდა ლაპარაკი იმაზე, რომ ბიტკოინი ნაკლებად გამოყენებად კრიპტოვალუტად იქცა. ფასის ცვალებადობის გარდა, უმნიშნველოვანესი მახასიათებელი, რომელიც ბიტკოინის პოპულარობას ნელ-ნელა ამცირებდა იყო მაღალი ტრანზაქციის საკომისიოები.

2017 წელს კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ ბიტკოინით ტრანზაქციის განხორციელება დაახლეობით 25$-მდე გაიზარდა. დაბალი საკომისიოს გადახდის შემთხვევაში, კი ტრანზაქციები ქსელში "იჭედებოდა" და მის დადასტურებას დღეები, ზოგჯერ კი კვირები ჭირდებოდა.


როგორც ჩანს მაღალი საკომისიოების ერა დასრულდა და ბიტკოინის ტრანზაქციის საშუალო საკომისიო 25$-დან 3$-მდე ძალიან სწრაფად ჩამოვარდა, აღსანიშნავია, რომ ასეთი დაბალი საკომისიოებით ტრანზაქციები ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში, ფაქტიურად არ განხორციელებულა.


იმისათვის, რომ გავერკვეთ, რატომ დაიკლო საკომისიოებმა, პირველ რიგში მოკლედ ავხსნათ საერთოდ რატომ არსებობს იგი. ბიტკოინის ტრანზაქციის შესრულებისას, ინფორმაცია იგზავნება ქსელში და ყველა მაინერი ცდილობს დაშიფრული ინფორმაციის საფუძველზე დაადასტუროს, რომ გამგზავნს აქვს საკმარისი ბალანსი, რათა შეასრულოს გადარიცხვა. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა - ბიტკოინის ბლოკჩეინში მხოლოდ 1 მეგაბაიტის მოცულობის ინფორმაციის შეტანაა შესაძლებელი. რაც იმას გულისხმობს, რომ ყოველ ბლოკში მოცემულია ინფორმაცია, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ტრანზაქციების შესახებ. რადგან მაინერების მიზანია, გამოიმუშაონ ბიტკოინი ტრანზაქციების დადასტურებით, ისინი იძულებული ხდებიან შერჩევითად შეიტანონ ტრანზაქციები ბლოკში - შემოსავლის გასაზრდელად კი ბლოკში შეაქვთ ისეთი ტრანზაქციები, რომელზეც გამგზავნი მეტ საკომისიოს იხდის. შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად გინდათ, რომ თქვენი ტრანზაქცია დადასტურდეს, მით მეტი საკომისიო უნდა გადაიხადოთ.


ვებ გვერდ Blockchain.info -ს ცნობით, 2017 წლის დასაწყისში დღეში 400,000 ტრანზაქცია ხორციელდებოდა, შესაბმისად რადგან ქსელში ამდენად ბევრი ბიტკოინის გადარიცხვის მოთხოვნა, იყო იმისათვის, რომ ტრანზაქცია დროულად დადასტურებულიყო საჭირო იყო დიდი მოცულობის საკომისიოების გადახდა. მიმდინარე ეტაპზე ბიტკოინის გადარიხვების რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული, რადგან გადარიცხვისათვის გაცილებით უფრო მოსახერხებელი, სწრაფი და იაფი კრიპტოვალუტები არსებობს, შესაბამისად მომხმარებლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს რიპლის (XRP), ბიტკოინ ქეშის (BCH), სტელარის (XML) და სხვა ვალუტების გამოყენება გადარიცხვებსიათვის. იმავე blockchain.info-ს მონაცემებით დღეში ბიტკოინით განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა 200,000-მდე შემცირდა, შესაბამისად დაიკლო "კონკურენციამაც" იმის თაობაზე, თუ ვისი ტრანზაცია შევიდოდა ბლოკში პირველი. შედეგად კი მივიღეთ ბიტკოინის იაფი და უფრო სწრაფი ტრანზაქციები.




ეს შემთხვევა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სამომავლო განვითარებისათვის ის, რომ მთელს მსოფლიოში უამრავი სხვადასხვა გუნდი მუშაობს მის განვითარებაზე. ყოველი ახალი კრიპტოვალუტა, არის შესაძლებლობა იმისა, რომ მომხმარებლებმა გამოიყენონ ეს ვალუტები და ამით შეამცირონ დატვირთვა მაგალითად ბიტკოინის ქსელზე.


წყარო: www.coindesk.com

bottom of page