top of page

გერმანიაში ბიტკოინით გადახდები აღარ იბეგრება !!


გერმანიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბიტკოინით გადახდების შემთხვევაში მომხმარებლები არ დაიბეგრებიან.

პუბლიკაცაიში, რომელიც გავრცელდა სამშაბათს, გერმანია ითვლება მეორე ქვეყნად ამერიკის შემდეგ, სადაც კრიპტოვალუტას მიიჩნევენ, როგორც საგადასახადო აქტივს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამერიკელი იყიდის ერთ ფინჯან ყავას ბიტკოინით, ეს ფაქტობრივად ჩაითვლება, როგორც ქონების გაყიდვა და დაექვემდებარება ქონების გაყიდვიდან შემოსავლის გადასახადს. ხოლო გერმანიის შემთხვევაში, ეს ჩაითვლება, როგორც გადასახადების გადახდის ლეგალური გზა.

''ვირტუალური ვალუტები, კრიპტო ვალუტები, გახდეს ექვივალენტი საგადასახადო ანგარიშწორების მეთოდებისა. ვირტუალური ფული ჩაითვალოს კანონიერი გადახდების და კონტრაქტების ანგარიშსწორების მეთოდად''


ბიტკოინის კონვერტაცია ქაღალდის ფულში და პირიქით, იქნება ''დაბეგრვადი დამატებითი შემოსავალი''. ხოლო როცა მომხმარებელი პროდუქტის ყიდვისას იხდის ბიტკოინით, მაშინ მას ევროპის დამატებითი ღირებულების გადასახადის ასპექტში განიხილავენ.

ამასთან, კრიპტოვალუტის ტრადიციულ ვალუტაში რეალური გადაცვლა დოკუმენტში აღნიშნულია, როგორც ''სერვისის მიწოდება'' და შუამავალი გადამცვლელი, რომელიც ამ ოპერაციების შემსრულებელია, არ დაიბეგრება.

გადახდების საკომისიოები, რომლებიც იგზავნება ციფრული საფულეების პროვაიდერებთან, დოკუმენტის მიხედვით ასევე დაიბეგრება.

სხვა კრიპტოვალუტების ასპექტები ჯერ-ჯერობით არ იქნება დარეგულირებული და დაბეგრილი. მაინერები, რომლებიც ბლოკების ამოხსნისთვის მიიღებენ ჯილდოს, ასევე არ იქნებიან დაბეგრილი, რადგან დოკუმენტში მათი საქმიანობა არის მოხსენიებული, როგორც ''მოხალისეების სერვისი''.

დაბოლოს, გადამცველელები, რომლებიც თავიანთი სახელით ყიდულობენ და ყიდიან კრიპტოვალუტას, როგორც შუამავლები, დაიშვებიან გამონაკლისად და არ დაბეგრებიან.


გთავაზობთ დოკუმენტის ორიგინალ ვერსიას გერმანულ ენაზე:

წყარო: coindesk.com

bottom of page