top of page

ევროკავშირი კრიპტოვალუტის სასწრაფო რეგულაციას მოითხოვს

ვალდის დომბროვსკის, ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით:


„ბიტკოინი გლობალური ფენომენია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას საერთაშორისო გამოხმაურება ჰქონდეს. ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ მას ევროკავშირის დონეზე დავუწესოთ რეგულაციები, თუ, მაგალითად, დავინახავთ მზარდ რისკს, მაგრამ ვერ დავინახავთ მსოფლიო მასშტაბის მქონე მკაფიო პასუხს რისკის შესამცირებლად.“


დომბროვსკის ზემოთხსენებული შენიშვნა ბრიუსელში, ევროკავშირის კომისიის შეხვედრაზე იქნა გაგზავნილი, სადაც ოვალურ მაგიდასთან კრიპტოვალუტების თემა განიხილებოდა. სააგენტომ მათ ოფიციალურ საიტზე განაცხადა, რომ მათი მიზანია, უზრუნველყონ, ინვესტორების დაცვა, ბაზრის ინტეგრირება და ფინანსური სტაბილურობა ისე, რომ პარალელურად სრულად იქნეს გამოყენებული ის დადებითი მხარეები და უპირატესობები, რასაც ახალი ტექნოლოგიების განვითარება იძლევა.

ამავე საიტზე ვკითხულობთ, რომ- „ კრიპტოვალუტები, როგორც შესაძლებლობებთან, ასევე რისკებთანაა დაკავშირებული. ამ დამოკიდებულებამ შეცვალა ევროკავშირის ინსტიტუტების, ზედამხედველებისა და ქვეყნების წარმომადგენლების ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომელსაც მათ ტექნოლოგიებს სწრაფი განვითარება უყენებს და როგორ უნდა შეაფასონ მათ ის შესაძლებლობები, რომელსაც ეს უკანასკნელი სთავაზობს. ბლოკჩეინ ტექნოლოგია და მასზე დაფუძნებული კრიპტოვალუტები დიდ გავლენას ახდენენ მრავალ ეკონომიკურ სექტორზე, მათ შორის ფინანსურზე.“

კომისია გეგმავს, რომ ბრიუსელში გამართული დისკუსია გამოიყენოს სხვა ქვეყნების ინფორმირებისთვისაც, ვინაიდან ისინი მოგვიანებით არგენტინაშიც აპირებენ შეხვედრის გამართვას. ისინი განმარტავენ, რომ „დისკუსია სამი თემის გარშემო ტრიალებდა: 1) კრიპტოვალუტები და მათი მიმართება ფინანსურ ბაზრებთან; 2) ინვესტორების ინტერესების დაცვა და ბაზრის ინტეგრირება კრიპტოვალუტებისა და მათი მსგავსი ტექნოლოგიური ინოვაციების პარალელურად; 3) ახალი ფულის ერთეულის პოტენციალი და გამოწვევები, რომლებიც მას თან ახლავს.“

ოვალურ მაგიდასთან დომბროვსკიმ შემდეგი საკითხი წამოსწია წინ „ კრიპტო-აქტივების ბაზარი გლობალურია და ვაჭრობა მიდის მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ინვესტორებს, მყიდველებსა და შუამავლებს შორის. მარტო ევროპაზე გლობალურად კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ძალიან მცირე წილი მოდის, ასე რომ, ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს აწესებენ.“-ამბობს ის.

მას შემდეგ რაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიამ აღფრთოვანება გამოიწვია, ვიცე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ პრობლემებს, რომლებსაც, მისი აზრით, არავინ აქცევდა ყურადღებას: „ კრიპტოვალუტები, რომლებიც ტრადიციული გაგებით ვალუტები სულაც არ არიან და რომელთა ღირებულება არ არის გარანტირებული და სტაბილური, სპეკულირების საგნებად გადაიქცნენ. ეს ინვესტორებსა და მომხმარებლებს კაპიტალის დაკარგვის რისკის ქვეშ აყენებს. სწორედ ამიტომაა მომხმარებლებისა და ინვესტორების ამ რისკის შესახებ გაფრთხილება ძალიან მნიშვნელოვანი. ყოველივე ეს უნდა იყოს: მკაფიო, ხშირი, მუდმვი და ყველა იურისდიქციაში.

მან თემა, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ბოლოსთვის მოიტოვა განსახილველად. „კრიპტო-აქტივებს თან ახლავს ფულის გათეთრების რისკი და უკანონო ქმედებების დაფინანსების საშიშროება. ამიტომ, კომისიამ წამოაყენა ინიციატივა, რომ ვირტუალური ვალუტის გადაცვლები დირექტივის მიერ მუდმივად უნდა კონტროლირდებოდეს.“ შეთანხმება კანონმდებლობაში ცვლილების შესატანად დეკემბერში შედგა.

რომ შევაჯამოთ, კომისია დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გააგრძელებს ამ ბაზრების მონიტორინგს ევროკავშირისა და საერთაშორისო დონეზე (მათ შორის G20) „ჩვენ მზად ვართ პროდუქტიულად ვიმოქმედოთ რისკებისა და შესაძლებლობების შესაბამისად.“-აცხადებს ვიცე პრეზიდენტი.


წყარო: news.bitcoin.com

bottom of page