top of page

უბერის თანადამფუძნებელი საკუთარ კრიპტოვალუტაზე მუშაობს


უბერის თანადამაარსებელი, რომელიც უკვე ცნობილია ერთი ინდუსტრიის ხელში ჩაგდებით, ახლა ბიტკოინთან დაპირისპირებას აპირებს. გარეტ კემპმა დააარსა ახალი კრიპტოვალუტა, "ეკო კოინი", დეცენტრალიზიტებული კრიპტოვალუტის პროტოკოლი და სურს, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს მიანდოს ნოდების ქსელის მართვა.


"Fortune"-ს თანახმად, მან სახელი ეკო იმიტომ გამოიყენა, რომ ის ფიგურირებს ისეთ სიტყვებში, როგორიცაა ეკოსისტემა, ეკონომიკა, ე-კომერცია (ელექტრონული კომერცია). ეკო შექმნილი იყო იმისთვის, რომ კონკურენცია გაუწიოს ბიტკოინს, ოქროსა და ქაღალდის ფულს ყოველდღიურ ტრანზაქციებში. კემპმა განუცხადა "Fortune"-ს:


"ვიფიქრე, რომ უკეთესი იქნებოდა ახალი პროექტის განხორციელება სხვა ფილოსოფიური კუთხით. ამასთანავე ჩვენ ვთანამშრომლობთ ბევრ უნივერსიტეტთან, მეცნიერებთან და კვლევის ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა ინტერნეტი."


თავიანთ White paper-ში, ეკო მოიხსენიებს ბიტკოინს როგორც „სასპეკულაციო ინვესტიციას“, „გადახდის საშუალების” მაგივრად. სწორედ ამ უკანასკნელი სტატუსის მიღწევას ცდილობს დამფუძნებელი. 3 მთავარი პრობლემა, რომლის გამოსწორებას უნდა ეკოს არის:


1. მფლობელების დიდი რაოდენობა, რომლებსაც კრიპტოვალუტის ძირითადი წილი უჭირავთ

2. ბევრი ენერგიის მომთხოვნი პროცესები

3. თაღლითობის უკეთ ამოცნობა


ეკო აპირებს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას:


• ოფიციალური ქსელის შექმნას, რომელსაც უნივერსიტეტები გააკონტროლებენ (ბიტკოინის ქსელს მოხალისეების ჯგუფი მართავს)

• მონეტების მეტი რაოდენობით მიწოდება

• უფრო მარტივი საიტისა და აპლიკაციის შექმნა


"Eco Foundation"-ის, არაკომერციული ორგანიზაციის, მთავარია მიზანია, გახადოს ეკო უფრო მარტივი და უსაფრთხოდ გამოყენებადი ვალუტა, ვიდრე ქაღალდის ფულია. ბიტკოინსა და ეკოს შორის რამდენიმე ფუნდამენტალური განსხვავებები არსებობს. ახალი კრიპტოვალუტა უფასოა, რადგან გამოცემული მონეტების ნახევარი უფასოდ გადაეცა პირველ მომხმარებლებს.


ამ ორ კრიპტოვალუტას საერთოც აქვს, ორივე დიდი რაოდენობითაა გამოცემული. დღესდღეობით, ბიტკოინის 21 მილიონი მონეტაა ხელმისაწვდომი, ხოლო ეკოს მიზანია თავისი მონეტების რაოდენობა ტრილიონამდე გაზარდოს, რათა ყველას შეეძლოს ამ კრიპტოვალუტის ფლობა. მათივე საიტზე ეკო აღწერილია, როგორც „ელექტრონული ფული ყველასთვის“, რომლის უფასოდ მიღება შეგიძლიათ შესაბამისი პროფილის გახსნითა და რიგში ჩადგომით.


ეკო ამჟამად ქმნის ქსელს, სადაც გაერთიანებული იქნება მსოფლიოს მასშტაბით უამრავი უნივერსიტეტი, რითაც დაემსგავსება ფეისბუკის პირველად ვერსიას. ეს ქსელი, საფუძველს ჩაუყრის უფრო მარტივ და თანამშრომლობისუნარიან ფინანსურ ინფრასტრუქტურას მინიმალური ენერგიის გამოყენებით.


ეკო არ აპირებს მონეტების შეთავაზებას დაფინანსების მოსაპოვებლად, რაც კარგი სვლა უნდა იყოს ბოლო მოვლენების გათვალისწინებით - US SEC-მა ICO-ზე კონტროლი გაამკაცრა.


კემპმა განუცხადა „Fortune”-ს, რომ სატესტო ქსელი რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს.


წყარო: ccn.com

bottom of page