top of page

OTPPAY კრიპტოს ტრადიციულ ფულში გადაცლის პრობლემის მოგვარებისთვის


დღეს ქაღალდის ფულის გამოყენება კრიპტოვალუტის გადაცვლაში დამატებით საფასურს მოითხოვს. ეს ასევე პრობლემურია ვაჭრებისთვის იმიტომაც, რომ არსებობს კრიპტოვალუტის გადაცვლის შემდეგ თანხის აშშ დოლარებში დაკარგვის რისკიც.


OTPPAY-ს სწორედ ამის შეცვლა სურს. ამ პროგრამით სურთ, რომ სხვადასხვა ტრნაზაქციები გაამარტივონ, როგორიცაა ტრადიციული ფულის კრიპტოვალუტაში, კრიპტოვალტის სხვა კრიპტოვალუტაში და ა.შ


OTPPAY-ს მიზანია, რომ კრიპტოსა და ქაღალდის ფულს შორის მანძილი შეამციროს. მთავარი დანიშნულებაა კრიპტო ჩვეულებრივი ხალხისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ასევე, პროგრამის პროტოკოლი მიმართავს TPS-სა (Transaction Per Second) და CPS-ის  (Cost Per Second) საკითხს.


მთავარი პროდუქტი, რასაც OTPPAY გვთავაზობს, არის AI & ML სისტემაზე მომუშავე კრიპტოვალუტის გაცვლები, სადაც მოთხოვნები ინდუსტრიაში უდაბლეს ფასად გადამუშავდება. ის შექმნილია PCI-DSS სტანდარტებით და კრიპტოვალუტის უსაფრთხოებით - გადაცვლის მედიუმი გამჭირვალე იქნება.


ყველაზე საინტერესო OTPPAY-ს საფულეა. ნებისმიერს შეეძლება, ვინმეს QR კოდი მიაწოდოს, რის შედეგადაც კლიენტს მომსახურების ღირებულების კრიპტოვალუტაში გადახდა შეეძლება. ასევე, OTPPAY-მ შექმნა NFC გადასახადების სისტემა კრიპტოვალუტებისთვის.


თუ უცებ დაგჭირდათ დამატებითი ფული, ეს პროგრამა იძლევა სესხებსაც, რომლებიც ორჯერ და ხუთჯერ შეიძლება აღემატებოდეს მომხმარებლის თვიურ გაყიდვებს. OTPPAY-დან სესხის აღებისთვის საჭიროა კარგი საკრედიტო რეიტინგი, რომელიც ითვლება განხორციელებული ტრანზაქციებით, სხვა კლიენტების შეფასებებით და ა.შ.


OTPPAY-ს ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ჯერ კერძო გაყიდვები განახორციელონ Pre-ICO და ICO-ს პერიოდამდე. კერძო გაყიდვებისას ერთი ETH 50 ათასზე მეტ OTP-ს მოგცემთ. ამ გაყიდვებით დაინტერესებულებს შეუძლიათ, მათ საიტს ეწვიონ. ასევე, მათ სპეციალური შეთავაზებები აქვთ:

  • Pre-ICO პერიოდი: 5 მარტიდან 3 აპრილამდე. 1 ETH-ის ინვესტიციისთვის 16 ათასი OTP-სა და 20 პროცენტიანი ბონუსის მიღება იქნება შესაძლებელი.

  • ICO პერიოდის პირველი ფაზა: 4 აპრილიდან 3 მაისამდე. 1 ETH-ის ინვესტიციისთვის 8 ათასი OTP და 15 პროცენტიანი ბონუსის მიღება იქნება შესაძლებელი

  • ICO პერიოდის ბოლო ფაზა: 4 მაისიდან 2 ივნისამდე. 1 ETH-ის ინვესტიციისთვის 10 პროცენტიანი ბონუსის მიღება იქნება შესაძლებელი.

დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ, მათ ვებ გვერდს ეწვიოთ.


წყარო: cnn.com

bottom of page