top of page

რიპლის ტექნიკური დირექტორის 5 ვარაუდი


ყველას გვიყვარს პროგნოზები. ვიმჩნევთ თუ არა მათ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოქმედებს კონკრეტული საკითხი ჩვენს პირად ცხოვრებასა და ბიზნესზე. ბევრი ადამიანი დაინტერესებულია კრიპტოვალუტით და „Ripple”-ის თანამშრომელმა, სტეფან თომასმა, რამდენიმე შესანიშნავი ვარაუდი გაუზიარა კრიპტობაზარს 2018 წელს.


ICO მონეტები მალე პოპულარობას დაკარგავს. კრიპტოვალუტამ თავისი პოპულარობის პიკს ახლახანს მიაღწია. კრიპტოვალუტების სრულმა ღირებულებამ მსოფლიოს გარშემო „JP Morgan“-ის წმინდა მოგებას უკვე გადააჭარბა. „ICO“-ებმაც ასევე დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ, როგორც მისტერ ტომასი ამბობს, მისი დღეები დათვლილია. მისი ვარაუდით, გამომწვევი მიზეზი ნაწილობრივ ფინანსური რეგულაციები უნდა იყოს და ნაწილობრივ ის, თუ როგორ იყენებენ ტოკენებს.


ელექტრონული აქტივების გლობალური ათვისება. სტეფან ტომასი გვაცნობებს, რომ კრიპტოვალუტას ის დრო დაუდგა, როცა ბაზარზე სპეკულანტები შემოდიან. მაგრამ მას სჯერა, რომ 2018 წელს უფრო მეტი ახალი ინსტიტუტი გამოჩნდება, როგორიცაა საპენსიო ფონდები, აქტივების მენეჯერები და სხვა ფინანსური მარეგულირებლები. მაგრამ მანამ, სანამ ელექტრონული აქტივები უნივერსალური გახდება, ბანკები სპეციფიკური წესების შემოღებას ითხოვენ იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ბიზნესს კრიპტოვალუტით აწარმოებენ.

ბლოკჩეინი „ჯვარედინ დამტვერვას“ დაიწყებს. თავის დროზე ყველაფერი ბიტკოინის გარშემო ტრიალებდა. მაგრამ კრიპტოვალუტების ბაზრების გამო, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ფუნქციონირებს, ბიტკოინის საბაზრო წილი 87%-დან 50%-მდე დაეცა. ეს იმის ნიშანია, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმები მრავლდება. თუმცა, თუ კრიპტოვალუტა მართლაც უნივერსალური გახდება, ამ პლატფორმების მზარდი რიცხვი ერთმანეთთან თანამშრომლობას დაიწყებს. ბლოკჩეინის ჰიბრიდი მალე გამოჩნდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ბლოკჩეინის ორი ტიპი არსებობს- საჯარო (მაგალითად ბიტკოინი) და კერძო („Hyperledger Fabric“-ის მსგავსი). „Ripple“-ის ტეკნიკური დირექტორი ვარაუდობს, რომ 2018 წელს სამყარო ბლოკჩეინის ჰიბრიდის დაბადებას იხილავს - ის საჯარო და კერძო ბლოკჩეინების გაერთიანება იქნება.

ბატონ თომასს სჯერა, რომ ახალი სახის ტოკენები და ბლოკჩეინები დაიპყრობენ მათ წინამორბედებს. ყოველივე ეს თავიდან შეიძლება წინააღმდეგობრივი მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს აუცილებად მოხდება და სხვადასხვა ბლოკჩეინ პლატფორმების ერთად მუშაობის შედეგი იქნება. ასეევე იმისაც, რომ მომავალში ბლოკჩეინი ტოკენებთან ნაკლებად ასოცირებული გახდება.

რა თქმა უნდა, მომავლის ზუსტად განსაზღვრა არვის შეუძლია, მაგრამ მაინც საინტერესოა სტეფან ტომასის რამდენი ვარაუდი გამართლდება

წყარო: cryptodaily.co.uk

bottom of page