top of page

იაპონიაში კრიპტოვალუტების ბირჟის თვითრეგულირებადი ორგანო შეიქმნა


იაპონიაში კრიპტოვალუტის 16-მა გაცვლითმა პუნქტმა თვითრეგულირებადი ორგანო დააარსა. ამის მიზეზი იანვარში მომხდარი $500 მილიონის ოდენობის ქურდობა გახდა.


Nikkei”-ის თანახმად, ეს ორგანიზაცია, რომლის შექმნაც ორმა სავაჭრო კომპანიამ შესთავაზა გაცვლით პუნქტებს, ამოქმედდება აპრილში, მანამდე კი ინიციატორები ელიან ქვეყნის ფინანსური სერვისების სააგენტოს თანხმობას. გაცვლითი ობიექტების ამ ჯგუფს ასევე მოუწევს გარკვეული სტანდარტების შემოღება პირველადი მონეტების გასაცემად.


ამ ახალი ორგანიზაციის, რომლის სახელი ჯერაც უცნობია, შექმნის მიზეზი გახდა ორ იაპონურ სავაჭრო კომპანიას - იაპონიის კრიპტოვალუტების ბიზნეს ასოციაციასა (JCBA) და იაპონიის ბლოკჩეინის ასოციაციას (JBA) შორის დადებული შეთანხმება.


ტაიზენ ოკუიამა, სავალუტო სავაჭრო კომპანიის „Money Partners Group“-ის პრეზიდენტი და “JCBA”-ის თავმჯდომარე, და იუზო კანო, “bitFlyer”-ის აღმასრულებელი დირექტორი და “JBA“-ს ხელმძღვანელი, გახდნენ ამ ახლადდაარსებული ორგანიზაციის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი შესაბამისად.


ამ ნაბიჯმა დაადასტურა პრესაში ადრე არსებული ვარაუდები, რომ იაპონიის კრიპტოვალუტის გაცვლის სისტემაში თვითრეგულირებადი ორგანო შეიქმნება.


ამ იდეის მთავარი მიზანია საზოგადოების ნდობის აღდგენა, რომელიც $500 მილიონი ღირებულების “NEM” მონეტების „Coincheck”-იდან მოპარვის შემდეგ შეირყა. თუმცა, ეს ქურდობა ფინანსური სერვისების სააგენტოს ჯერაც არ დაუდასტურებია.


როგორც აქამდე იყო ცნობილი, „Coinchek”-ი არ იყო დამტკიცებული ფინანსური რეგულატორის მიერ უსაფრთხოების სისტემაში არსებული პრობლემების გამო, რის შესახებაც ფინანსური სერვისების სააგენტომ ეს ორგანიზაცია ქურდობამდე გააფრთხილა.


წყარო: Coindesk.com

bottom of page