top of page

2,170 ბიტკოინის აუქციონზე გატანას აპირებენ


ამერიკის შეერთებული შტატების მარშალის დეპარტამენტმა (USMS) გამოაცხადა, რომ დაახლოებით 25 მილიონი დოლარის ოდენობის ბიტკოინის აუქციონზე გატანას გეგმავს ორ კვირაში.


ორშაბათს სააგენტომ გააშუქა, რომ 2,170 ბიტკოინის მოშორებას აპირებს, რომლებიც სხვადასხვა კრიმინალური აქტის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული ქეისების დროს ხელთ იგდეს.


აღსანიშნავია, რომ აუქციონზე გასატანი თანხის ნაწილი შონ ბრიჯისგან მიიღეს, რომელიც ყოფილი საიდუმლო სერვისების აგენტი იყო. ის მონაწილეობას იღებდა გამოძიებაში, რომელიც დარქ ვებსა და სილქ როუდს ეხებოდა. მოგვიანებით, ის სხვადასხვა არალეგალური აქტის გამო დააკავეს. მან 20 ათასი ბიტკოინი სილქ როუდის ოპერატორისგან, როს ულბრიხტისგან მოიპარა.


აუქციონი 19 მარტს გაიმართება, 8 საათიდან 14 საათამდე. თანხის განაწილება სამ სერიად დაიყოფა. A სერიაში იქნება ორი 500 ბიტკოინიანი ბლოკი, სერია B-ში 11 ბლოკი იქნება 100 ბიტკოინით და სერია C-ში 1 ბლოკი იქნება დაახლოებით 70 ბიტკოინით.


აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად მყიდველები უნდა დარეგისტრირდნენ 200 ათასი დოლარით შემდეგ კვირამდე.


საინტერესოა, რომ განცხადება არ ავრცელებს ინფორმაციას ბიტკოინ ქეშისა და ბიტკოინ გოლდის შესახებ. ის უბრალოდ მიითვისეს და დაიტოვეს თუ მყიდველებს მისი შეძენა შეეძლებათ, უცნობია. ამ მომენტში, მათ მიერ მიღებული BCH-სა და BTG-ს საერთო ღირებულება 2.8 მილიონ დოლარს უტოლდება.


USMS-ს არაერთხელ ჩაუტარებია აუქციონი. ყველაზე ცნობილი ქეისი იყო ულბრიხტისგან მიღებული თანხა, რომელიც სილქ როუდის გამოძიებისას შეიძინეს. სააგენტომ 3,813 ბიტკოინი გაიტანა აუქციონზე, რომელიც დოლარებში დაახლოებით 50 მილიონია.


წინა კვირას, CNN-მა განაცხადა, რომ სასამართლო დეპარტამენტმა მოსამართლეს სთხოვა, უფლება მიეცა 500-ზე მეტი ბიტკოინის კონფისკაციისთვის იმ ინდივიდებისგან, რომლებმაც გააყალბეს და გაავრცელეს სახელმწიფო საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. თუ სასამართლო დათანხმდა სააგენტოს მოთხოვნას, მაშინ შესაძლებელია ეს თანხა მომავალ აუქციონზე დაემატოს.


წყარო: cnn.com

bottom of page