top of page

Block & Jerry - სანაყინე, რომელიც ბიტკოინს მხოლოდ Lightning Network-ით იღებს


სან-ფრანცისკოელი 3 სტუდენტი აპირებს სანაყინეს გახსნას, რომელიც სრულიად ბიტკოინის “Lightning Network”-ზე იმუშავებს.


ამერიკაში პოპულარული ბრენდის, „Ben and Jerry’s”-ს ანალოგი „Block and Jerry’s”, შექმნილი იყო მომხმარებლებს შორის კრიპტოვალუტის გამოყენების პოპულარიზაციისთვის. წლების განმავლობაში იდეის დონეზე ყოფნის შემდეგ, ამ სერვისის გამოყენება მალე შეეძლებათ მომხმარებლებს.


„ვფიქრობთ, რომ კლიენტებს ეს სერვისი კრიპტოვალუტის “Lightning Network”-ის საშუალებით გამოყენებისა და მისი შეცნობისაკენ უბიძგებს,“- განაცხადა „Block and Jerry”-ს თანადამაარსებელმა რობ დარსტმა Coindesk-თან ინტერვიუში.


„Block and Jerry” შეუერთდა იმ არც თუ ისე ბევრი, მაგრამ მზარდი ბიზნესების რიცხვს, რომლებიც თანამშრომლობენ “Lightning Network”-თან. დღესდღეობით, არსებობს 1000 ნოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი უფრო და უფრო ინტერესდება მასშტაბურობის ტექნოლოგიით. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ტრანზაქციების განხორციელება ბლოკჩეინის გარეთაც მოხერხდება, რაც ბიტკოინის განვითარებას შეუწყობს ხელს.


“Block & Jerry”-ს მთავარი მიზანი არის რაც შეიძლება მეტი ადამიანის დაინტერესება კრიპტოვალუტით.

“საერთო ჯამში, ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც დაინტერესებულია კრიპტოვალუტით და სურს ვებ აპლიკაციების შექმნა,“- განმარტა პროექტის დეველოპერმა ჯეფ ტენგმა.


ამ გუნდმა არა მარტო შექმნა აპლიკაცია, არამედ სპეციალური გზამკვლევი გამოიგონა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ უხსნის მომხმარებლებს, თუ როგორ დააყენონ ელვისებური ქსელი და განახორციელონ ტრანზაქციები.


დარსტი ამბობს: „ ჩვენ ვქმნით ისეთ პროდუქტს, რომელიც გაუმარტივებს მომხმარებლებს ტრანზაქციების განხორციელებას. „მე ნაყინის ყიდვა მსურს, და არ ვიცი როგორ გამოვიყენო ბიტკოინი ან თუნდაც კომპიუტერი, რა ვქნა?“


წინა პლანზე ისევ ნაყინი რჩება, თუმცა დარსტი უკვე იმის მოლოდინშია, თუ რამდენად აღფრთოვანებული იქნება მომხმარებელი ამ ტექნოლოგიით.


„ვფიქრობ, ეს შესანიშნავია, სტიკერებსაც ვიყიდი, თუმცა დედაჩემს ეს დიდად არ აინტერესებს“- თქვა დარსტმა.


„Block and Jerry”-ს ექსპერიმენტი კარგად ასახავს იმას, თუ როგორ გამოიყენებენ „Lightning”-ს მომავალში ბიტკოინით ანგარიშსწორებისას.


მაგალითად, დამფუძნებლები რეალურად არ არიან ფულზე ორიენტირებული - ისინი არ იღებენ სხვა კრიპტოვალუტას (არც საკრედიტო ბარათებს) - და თავიანთი ვებ გვერდის საინფორმაციო სერვისზე მიწოდების დროსაც არ აზუსტებენ.


ნაყინის ისეთი სახეობები, როგორიცაა "Doge Food," "Vitalik Garcia" და "Segwit2x", როგორც ჩანს, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ.


ყველაფრის და მიუხედავად, თვით ის იდეა, რომ ბიტკოინების გადახდა მოხდება „Lightning”-ის საშუალებით, მაინც სარისკოა.


ელიზაბეტ სტარკი, „Lightning Labs”-ის აღმასრულებელი დირექტორი, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პირვონებაა ტექნოლოგიების ინდუსტრიაში, თუმცა ისიც კი შიშობს, რომ მომხმრებლებს შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეექმნათ და დაკარგონ ფული ტრანზაქციის განხორციელებისას.


მან აგრეთვე დაამატა, რომ სერვისის ახალი ვერსიის გამოსვლასთან ერთად, მთელი ტრანზაქციების სისტემის დახურვა და ყოველ ჯერზე ახალ ვერსიაზე მორგება იქნება საჭირო.


Blockstream”-ის სტიკერების მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, რომელიც „Lightning”-ზე დაფუძნებული პირველი სავაჭრო ობიექტია, სტარკმა დაწერა ტვირტერში:


“ერთია მომხმარებლების მიერ კოდის შეცვლა და სულ სხვა - კომპანიისთვის, რომელიც ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის, რომლის გამოც კლიენტებმა შეიძლება ფული დაკარგონ.“


შესაბამისად, „Block and Jerry”-ს იდეას სტარკი და სხვები მხარს არ დაუჭერენ.


პროექტის თანადამაარსებლები მიიჩნევენ, რომ „testnet“-ის გამოყენებით ტრანზაქციების განხორციელება არც ისეთი მნიშნველოვანი მოვლენაა.

მთელი ძალისხმევა „Lightning“-ის გამოყენებით მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდისკენაა მიმართული. „The Block & Jerry”-ის გუნდს მიაჩნია, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გაეცნობა ახალ ტექნოლოგიებს, მით უფრო მეტი მათგანი იქნება შთაგონებული, რომ მის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა.

Lightning-ის არსებობის მანძილზე, ის ძირითადად გამოცდილი კრიპტო-დეველოპერებისთვის იყო სამუშაოდ, ვინაიდან მას სრულყოფილებამდე დიდი გზა აქვს გასავლელი და ამიტომ გამოცდილ ადამიანებს საჭიროებს.

გუნდს სჯერა, რომ მათ შექმნეს ერთგვარი გიდი, რომელიც ქსელთან ურთიერთობას საკმაოდ გაამარტივებს არა მხოლოდ მათთვის, ვინც კრიპტოვალუტის მომხმარებელია, არამედ მათთვისაც ვისაც ბლოკჩეინის პროგრამის წერისათვის საკმარისი უნარები ჯერ არ აქვს.

ტენგმა თქვა: „ჩვენ მხოლოდ იმას ვაკეთებთ, რაც საკუთარი უნარებით შეგვიძლია“

ხოლო დარსტმა დასძინა: „ვფიქრობ ეს შესანიშნავი დემონსტრაციაა იმისა, თუ რა შეუძლია საშუალო დონის დეველოპერს“

ყველაზე აღსანიშნავი ფაქტი ალბათ მაინც ისაა, თუ რამხელა მოუთმენლობა იგრძნობა ხალხის მხრიდან ბიტკოინის ყოველდღიურ ცხოვლებაში ადაპტაციის მიმართ.

დარსტმა შეაჯამა,- „თუ შენ ვერ გამოიმუშავებ ძალიან ბევრ ფულს და თითოეული დოლარი შენთვის ბევრს ნიშნავს, ის, რაც შენ გჭირდება არის პლატფორმა, რომელიც უფრო იაფ და სწრაფ სერვისს გთავაზობს. და მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ „Lightning“-ის ქსელს შეუძლია.“


წყარო: ccn.com

bottom of page