top of page

GE Transportation-ი უერთდება ბლოკჩეინის სატრანსპორტო ალიანსს


General Electric-ის (GE) სატრანსპორტო სექტორი შეუერთდა ბლოკჩეინის სატრასპორტო ალიანსს (BiTA). GE თავისი 12 ბიზნეს სექტორით (დენი, ავიაცია, ციფურლი ტექნოლოგია, ჯანდაცვა, განახლებადი ენერგია, ტრანსპორტირება, კვლევითი ცენტრები და სხვა), ინოვაციური და მდგრადი განვითარებისკენ მიმართული ტექნოლოგიების ლიდერია.


GE-მ ოფიციალური განცხადება 2017 წლის 28 თებერვალს გააკეთა. BiTA სატვირთო გადაზიდვების ინდუსტრიას სთავაზობს სპეციალურ ფორუმს, რათა ამ კომპანიებს გაუადვილდეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა.


GE ტრანსპორტირების აღმასრულებელმა დირექტორმა, მონიკა კალდასმა თქვა:“ ჩვენ ვხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მონაცემების გამოყენება და გაანალიზება, რათა ჩვენი მომხმარებლები კმაყოფილები იყვნენ. როგორც კომპანია, ჩვენ ვხვდებით, თუ რას ნიშნავს ციფრული ინდუსტრიის ლიდერად ყოფნა - ჩვენ უნდა დავნერგოთ ეს ტექნოლოგიები პროდუქტიულობის ასამაღლებლად, ხოლო შემდგომ მიღებული ცოდნა გავუზიაროთ მომხმარებლებს.“


Deloitte-ის ცნობილი ციტატის თანახმად, „2025 წლისთვის მსოფლიო მშპ-ის 10% ბლოკჩეინზე იქნება შენახული“, BiTA კი 2017 წლის ნოემბრიდანაა მოქმედებაში. ის აღწერილი იყო, როგორც „სატრანსპორტო ინდუსტრიის სტანდარტების ორგანიზაცია გადაზიდვის ინდუსტრიისთვის.“ საცალო ვაჭრობის, ლოჯისტიკისა და სატრანსპორტო ინდუსტრიის გიგანტები ნელ-ნელა უერთდებიან ამ ორგანიზაციას, რომელსაც უკვე 230 წარმომადგენელი ჰყავს მათ შორის Schneider, Convoy, Salesforce, FedEx, Marine Transport International, Kleinschmidt და სხვა.


GE Tranportation-ის ციფრული სექტორის მენეჯერმა, ლორი ტოლსონმა, განმარტა ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა: “GE Transportation-ის ზრდასთან ერთად, მიწოდებაც უნდა გავზარდოთ, ჩვენ ვაკავშირებთ პარტნიორებსა და მომხმარებლებს სხვადასხვა საკვანძო დონეებზე. ჩვენ მოუთმენლად ველით BiTA-ში გაწევრიანებას, რადგან ყველანი ვცდილობთ ბლოკჩეინის პოტენციალის გამოყენებას ყველა შესაძლო სფეროში.“


მანამდე, GE-ს ავიაციის სექტორი ბლოკჩეინის გმოყენებით საავიაციო ინდუსტრიის ტრანფორმაციას ცდილობდა, ხოლო GE-ის კვლევითი ცენტრების ინჟინერები ცდილობდნენ ისეთი ბაზრის შექმნას, სადაც ენერგია წარმოქმნილი იქნებოდა ქარისა და მზის მეშვეობით.


BiTA-ს მმართველი, კრეიგ ფულერი, მიესალმება კომპანიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. GE-ს ტრანსპორტირების სექტორი ყოველთვის ცდილობს, ფეხი აუდგას ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც გადაზიდვების ინდუსტრიის მომავალს განსაზღვრავენ. ჩვენ გაოცებულები ვართ იმით, რომ ისინი ცდილობენ ბლოკჩეინის დანერგვას თავიანთ ინდუსტრიაში, ვფიქრობ, რომ ისინი BiTA-ს აქტიური წევრები იქნებიან.“


Berkshire Hathaway-ის BNSF რკინიგზა გასულ თვეში შეუერთდა BiTA-ს. საინტერესოა, რომ ამ კომპანიის მფლობელმა, უორენ ბაფეტმა, კრიპტოვალუტას, განსაკუთრებით ბიტკოინს, ცუდი დასასრული უწინასწარმეტყველა.


წყარო : ccn.com

bottom of page