top of page

Ripple-ს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ


ანალიტიკოსები, მოვაჭრეები და ინვესტორები მუდმივად მომგებიანი საქმის ძიებაში არიან. იმის მიუხედავად, რომ ბიტკოინის გაუჩინარებაზე საუბარი ჯერ კიდევ ძალიან ადრეა, სხვა კრიპტოვალუტებმა მომავალში შეიძლება ეს უკანასკნელი ჩაანაცვლონ. კომპანია, რომელმაც უკვე უამრავი პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა და საკმაოდ დიდი ყურადღება მიიქცია, არის Ripple.

კრიპტო ინდუსტრიის უამრავი ექსპერტის ვარაუდით, Ripple-ს წინ დიდი მომავალი აქვს, ვინაიდან იმის შანსი, რომ მისი მოგებები გაიზარდოს, უფრო დიდია, ვიდრე იმ კრიპტოვალუტისა, რომლის ფასიც უკვე 10 000 დოლარია (საუბარია ბიტკოინზე). კრეიგ კოული ფიქრობს, რომ Ripple-სა და XRP-ს შეუძლიათ, კრიპტოვალუტას დაეხმაროს, გახდეს ყოველდღიურობის ნაწილი. ის ამბობს:


„რიპლის ტრანზაქციის მაღალი სიჩქარე და დაბალი გადასახადები მიზეზს აძლევს ფინანსურ სისტემებს, ხოტბა შეასხან ამ ვირტუალურ ვალუტას, ეს კი გახდა იმის მიზეზი, რომ ამ წელს რიპლის ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა. რიპლი ფინანსურ ინსტიტუტებს ეხმარება ფულის დაზოგვაში, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ის საგადასახადო სისტემაში ფესვებს ღრმად გაიდგამს. ვირტუალური ვალუტა აშკარად აღმავლობის გზაზეა და აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ფენომენი, რომელიც დაანგრევს არსებულ ინდუსტრიას. თუკი ეს მართლაც ასე მოხდა, უნდა ველოდოთ, რომ რიპლი ბიტკოინის დონეს მიაღწევს უახლოეს მომავალში.

ლონგ აილენდის უნივერსიტეტის ასოცირებულ დირექტორს, ჯონ-პოლ მაკკაფეის, იგივე დამოკიდებულება აქვს. იგი იმ პლატფორმებს ეძებს, სადაც XRP - ქაღალდის ფული გადაცვლა ხდება. ყოველივე ეს კიდევ უფრო დაეხმარება ბიტკოინის მოპაექრე კრიპტოვალუტებს განვითარებაში. რომან გალფი-გიფსი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი სისტემის დიზაინერი „Pinnacle Brilliance Systems Inc“-ში, აცხადებს, რომ რიპლს კიდევ ერთი წელი დასჭირდება მანამ, სანამ ბაზრის დომინირებას შეძლებს. „რიპლს ნამდვილად აქვს პოტენციალი, რომ 2018-ში  წინ წაიწიოს. მაგრამ ეს უფრო მოსალოდნელი 2019 წელსაა.“

ბიტკოინის პირველ ინვესტორებს თითქმის 10 წელიწადი მოუწიათ დაცდა, რომ ჯილდო მიეღოთ და ლამბორჯინებით ევლოთ ქალაქის ქუჩებში. რიპლს ამისთვის შეიძლება 10 წელი არ დასჭირდეს, მაგრამ ეს არც ერთ ღამეში არ მოხდება. საჭიროა გაიზარდოს კლიენტების ინფორმირებულობა, იმის შესახებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქაღალდის პირდაპირი ვაჭრობა, რათა რიპლმა წინსვლა განაგრძოს.

რიპლის აღმასრულებელი დირექტორი ბრენდ გარლინგსაუსი თვლის, რომ ამ ინდუსტრიამ უნდა იმუშაოს რეგულაციების ქვეშ და არა მათ საწინააღმდეგოდ. CNBC -სთან ინტერვიუში მან თქვა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი ინდუსტრია იაზრდებოდეს იმას, რომ აუცილებელია რეგულაციების მიხედვით. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სისტემის ჩარჩოებში. ბლოკჩეინის რევოლუცია სისტემაში უნდა ექცეოდეს და მის საზღვრებს არ სცდებოდეს.“

მან ასევე განაცხადა, რომ ბიტკოინში ბევრია ისეთი, ვინც მხარს უჭერს ბანკისა და სახელმწიფოს ინტერესებს, რიპლი კი "ამ საკითხში ოდნავ განსხვავებულია."


ამჟამად XRP-მ 4.4% იანი ფასის ვარდნა განიცადა, მაგრამ ის 14%-ით მაინც უფრო მაღალია ვიდრე იგივე დროს წინა თვეში.

წყარო: bitcoinist.com

bottom of page