top of page

ბაზრის მიმოხილვა - 9 მარტი


ბიტკოინი (BTC)


ბიტკოინის ღირებულება წერის მომენტში 8,952.79 აშშ დოლარია, რაც ბოლო 24 საათში ფასის 10.19%-იანი ვარდნის შედეგია. ვალუტის ღირებულება ამ პერიოდის დასაწყისში 10,000 აშშ დოლარს შეადგენდა.

ბიტკოინის მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია (მონეტების რაოდენობა x ფასი) თითქმის 151.7 მილიარდია, ხოლო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 8.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.


ეთერი (ETH)


ეთერის ღირებულება წერის მომენტში 686.93 აშშ დოლარია, რაც ბოლო 24 საათში ფასის 10%-იანი ვარდნის შედეგია. ვალუტის ღირებულება ამ პერიოდის დასაწყისიდანვე ნელ-ნელა ეცემოდა.

ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაცია თითქმის 67.2 მილიარდი აშშ დოლარია, დღიური ვაჭრობის მოცულობა კი 2.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.



რიპლი (XRP)


ამ ორი უმსხვილესი კრიპტოვალუტის მსგავსად, ფასის ვარდნა ფიქსირდება კრიპტოვალუტა რიპლზეც. წერის მომენტში მისი ღირებულება 0.7 აშშ დოლარია, რაც ფასის 8.66%-იანმა შემცირებამ გამოიწვია. ვალუტის ღირებულება ამ პერიოდის დასაწყისში 0.8 აშშ დოლარს შეადგენდა.

რიპლის ბაზრის კაპიტალიზაცია თითქმის 31 მილიარდი დოლარია, ხოლო დღიური ვაჭრობის მოცულობა თითქმის 663 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.



სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები:


Binance, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტების ბირჟა, ამჟამად უცნობი პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს. ბირჟა ახდენს მომხმარებელთა ალტკოინების ლიკვიდაციას ბაზრის ფასსზე ისე, რომ არ აფრთხილებს მათ ამის შესახებ. Binance-ის CEO-მ, ჩანგენგ ჟაომ, მომხმარებლები დაარწმუნა, რომ მათი ფონდები უსაფთხოდაა.


ვენესუელას ვიცე-პრეზიდენტის თანახმად, ქვეყნის ზეთის ფასით გამყარებული ვალუტა, Petro, კერძო კომპანიებზე გაიყიდება აუქციონისას რამდენიმე კვირასი. აუქციონის შემდეგ ვალუტა დაემატება სხვადასხვა ბირჟებს და შესაძლებლობას მისცემს კომპანიებს, პეტროს გამოყენებით გადაიხადონ პროდუქტების იმპორტისთვის.

bottom of page