top of page

იაპონური ბანკები რიპლის დახმარებით გადახდების ახალ აპლიკაციას ქმნიან


61 იაპონურ ბანკს, რომელიც ქვეყნის საბანკო აქტივების 80%-ს განკარგავს, სურს, მომხმარებლებს გადახდის ახალი სერვისი შესთავაზოს რიპლის ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით.


MoneyTap”-ი საშუალებას მისცემს ამ ბანკების მომხმარებლებს, განახორციელონ ტრანზაქციები იაპონიაში, სან-ფრანცისკოში დაარსებული რიპლის ბლოკჩეინ ტექნოლოგიით. კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იაპონიის ტერიტორიაზე მომხმარებლებს აპლიკაციის გამოყენება ნებისმიერ დროს შეეძლებათ.


SBI Ripple Asia-ს წინამძღოლობით, იაპონური ბანკების ეს ჯგუფი პირველად გაერთიანდა 2016 წლის ნოემბერში. მათი 42 თანამშრომელი მუშაობდა გადახდის სისტემაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ბანკების რიცხვმა 61-ს მიაღწია და ახლა ქვეყანაში არსებული საბანკო აქტივების 80% უკავია. ამ ბანკების კლიენეტებს შესაძლებლობა ექნებათ შიდა-საქვეყნო ტრანზაქციები „QR” კოდის, მობილური ნომერის ან საბანკო ანგარიშის საშუალებით განახორციელონ. ამასთანავე, რიპლის წარმომადგენელი ამბობს, რომ გადახდის პროცესი უფრო მარტივი იქნება ვიდრე უკვე არსბული საბანკო გადახდები.


იაპონიის ეროვნული გადახდების ამჟამინდელი პლატფორმა „Zengin”-ით ტრანზაქციების განხორციელება მხოლოდ დღის 8:30-15:30 შუალედშია შესაძლებელი და ამასთანავე საკომისიოა გადასახდელი. რიპლი ამტკიცებს, რომ მათი ტექნოლოგიების გამოყენებით ქვეყნის შიგნით ფულის მიმოქცევა უფრო სწრაფი და იაფი იქნება.


SBI Ripple Asia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტაკაში ოკიტამ დაამატა:

„ბანკების ნდობითა და მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ გადახდების სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრას. ამით გადახდის პროცესი იქნება უფრო სწრაფი, უსაფრთხო და ჩვენს კლიენტებსაც კარგი შთაბეჭდილება დარჩებათ.“

სერვისის გახსნისას, SBI Net Sumishin-ის, Suruga Bank-ისა და Resona ბანკის 3 თანამშრომელი პირდაპირ ეთერში წარადგენს აპლიკაციას. პრეზენტაცია დაგეგმილია 2018 წლის შემოდგომაზე.


ამ ძალისხმევების შედეგად, SBI Ripple Asia წარადგენს თავის პირველ აპლიკაციას, რომელიც გადახდებთან იქნება დაკავშირებული. ამ პროექტის სათავეში არის იაპონიის ფინანსური სერვისების გიგანტი SBI ჯგუფი და რიპლი. დაახლოებით ერთი წლის წინ, ამ აპლიკაციამ წარმატებით გაიარა ტესტირება. მის მსვლელობაში ბანკების ამ ჯგუფმა ერთმანეთში ფულადი ტრანზაქციები განახორციელა.

ამის შემდეგ, SBI Ripple Asia გასცდა იაპონიის საზღვრებს და დაიწყო ამ ტიპის გადახდების ტესტირება იაპონიისა და სამხრეთ კორეის ბანკებს შორის. კიდევ ერთი წარმატებული ცდა განხორციელდა იაპონიასა და ტაილანდს შორის, რომლის შედეგადაც გადარიცხვა 2-5 წამში შესრულდა.


წყარო: ccn.com

bottom of page