top of page

SEC-ის თავმჯდომარე, ათეულობით საქმის სასამართლოში გატანით, კიდევ ერთ საგანგაშო სიგნალს უგზავნის ICO-


ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა ორგანომ (SEC) კიდევ ერთხელ შეუტია პირველადი მონეტების შეთავაზებებს (ICO), რომლებიც, თავის მხრივ, კანონს უმალავს არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებს.


Fox Business-თან ინტერვიუში, SEC-ის თავმჯდომარემ, ჯეი კლეიტონმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პირველადი მონეტების შეთავაზებების დიდი ნაწილი კვალიფიცირდება, როგორც ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. ამის მიუხედავად, ICO-ები რეკლამირდება, უბრალოდ, ტოკენებით ვაჭრობად და, ამის საფუძველზე, იხსნის ვალდებულებას, დაექვემდებაროს ფასიანი ქაღალდების შესახებ არსებულ რეგულაციებს.


კლეიტონმა თქვა: „ბევრი ICO, რომლებიც დაკვირვებით შევისწავლე, არის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. რომ განვმარტოთ, ICO გულისხმობს შემდეგ რამეს: მე ინვესტიციას ჩავდებ შენთან ერთად, იმ პირობით, რომ მომავალში რაღაც გარკვეულ სარგებელს მივიღებ. ამ სარგებლის მიღება შემეძლება ან უშუალოდ შენგან, ან ამ ტოკენის გაყიდვით. არ აქვს მნიშვნელობა ტოკენს დავუძახებთ ამას, თუ ფასიან ქაღალდს. აშკარაა, რომ ეს პროცესი ფასიანი ქაღალდის მიმოცვლის თვისებებით ხასიათდება და SEC-ის საქმეა, ეს ბაზარი დაარეგულიროს.“


ეს არის SEC-ის თავმჯდომარის ერთ-ერთი პირველი განცხადება მას შემდეგ, რაც კომისიამ 80-მდე ICO-ს საქმე გაიტანა სასამართლოში, მოითხოვა რა ტოკენების გაყიდვების შესახებ არსებული დოკუმენტების გადაცემა.


SEC იძიებს სხვა შეთავაზებებსაც, მაგალითად tZero-ს, რომელიც ელექტრონული კომერციის ფირმის, Overstock-ის, შვილობილი კომპანიაა. გარკვეული ცნობების მიხედვით, ამ კომპანიებსაც მოეთხოვათ დოკუმენტების წარდგენა.


კლეიტონის განცხადების მიხედვით, SEC-ის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ICO-ები ცვლის საჯარო და კერძო ბაზრების ტრადიციულ გაგებას. SEC-ის წესდების მიხედვით, ფასიანი ქაღალდების გამომშვებმა უნდა აირჩიოს, თუ როგორი ტიპის იქნება მისი შეთავაზება - კერძო თუ საჯარო. ICO-ების უმრავლესობა ცდილობს, რომ მოიცვას ორივე - განაცხადა კლეიტონმა.


კლეიტონმა აგრეთვე თქვა: „რატომღაც, ის ხალხი, ვინც ჩართულია ICO-ში, თვლის, რომ არ აქვთ ასარჩევად საქმე და შეუძლიათ ორივე ტიპის ტრანზაქციიდან საუკეთესო ნაწილებით ისარგებლოს. ეს სარგებელია: მცირე ვალდებულებები ინფორმაციის გასაჯაროვების დროს, რაც ახასიათებს კერძო შეთავაზებებს და ტოკენების საჯარო განთავსება და ვაჭრობა. 1933 წლიდან ასეთი ქმედება არალეგალურია. მე მომწონს ახალი ტექნოლოგიები, მაგრამ მათ არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ჩვენი ტრადიციული მიდგომები კერძო და საჯარო ბაზრების მიმართ შეცვალოს.“


გარდა ამ ყველაფრისა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური პირის მიერ გამოცემული წერილის მიხედვით, ICO-ებს შეიძლება დაეკისროს ვალდებულება, დარეგისტრირდეს ფულადი ტრანსფერების ბიზნესად. ამ შემთხვევაში, ისინი დაექვემდებარება საბანკო საიდუმლოების აქტს, რომლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მიიღებს შესაბამის სანქციას.


კლეიტონმა ინვესტორებს მოუწოდა, რომ კარგად იფიქრონ მანამ, სანამ წაახალისებენ ICO-ებს, რომლებიც ვერ ამჟღავნებენ საკმარის კანონმორჩილებას. მან აგრეთვე დასძინა, რომ სააგენტოს (SEC) არ გააჩნია საკმარისი ბერკეტები, რომ დაიცვას ინვესტორები იმ შემთხვევაში, თუ მათი ფული ოფშორულ ზონებში წავა.


ICO-ს ოპერატორებისთვის გაცილებით უფრო მეტყველი შენიშვნაც გაჟღერდა: „დაიცავით კანონი. ჩვენ გიყურებთ. სხვები გიყურებენ.“


წყარო: ccn.com

bottom of page