top of page

სამხრეთ კორეის ყველაზე დიდი სასტუმროების პლატფორმა კრიპტოვალუტას მიიღებს


Yeogi Eottae-მ, სამხრეთ კორეის სასმტუმროების დაჯავშნის პლატფორმამ, ხელშეკრულება ქვეყნის ყველაზე დიდ კრიპტოვალუტის ბირჟასთან გააფორმა ვირტუალური ფულის ინტეგრაციისთვის.


Bithumb-ი პასუხისმგებელი იქნება სხვადასხვა ვალუტის ინტეგრაციისთვის. ესენია: ბიტკოინი, ეთერეუმი, ბიტკოინ ქეში, რიპლი და სხვ.


Tokenpost-მა, რომელიც კრიპტოვალუტაზე ინფორმაციის ადგილობრივი მიმწოდებელია, გამოააშკარავა, რომ Bithumb-მა სტრატეგიული პარტნიორობა გამოაცხადა სასტუმროების დაჯავშნის პლატფორმასთან 6 მარტს.


Bithumb-ის სპიკერმა განაცხადა, რომ მათი პარტნიორობა არსებული ტენდენციის ათვისებას ემსახურება, რომელიც ეხება კრიპტოვალუტების გადახდის საშუალებად გამოყენებას. ეს ტენდენცია აშშ-სა და იაპონიაში დამკვიდრდა. სპიკერმა დაამატა, რომ სამხრეთ კორეის ბიზნესები ცდილობენ კრიპტოვალუტის ტრნაზაქციების გამარტივებას.


კიდევ ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ, WeMakePrice-მა მსგავსი კონტრაქტი გააფორმა კრიპტოვალუტის ბირჟასთან. ამ ორ კომპანიასთან პარტნიორობა კრიპტოვალუტის ათვისებას ემსახურება.


კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა იანვარში, როდესაც სამხრეთ კორეამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა კანონმდებლობაში, რამაც ფასების შემცირება გამოიწვია.


მიუხედავად ამისა, სამხრეთ კორეის თითქმის ყველა მცხოვრებმა უკვე იცის კრიპტოვალუტის შესახებ, განსაკუთრებით კი - ბიტკოინის. მათ გაიაზრეს თუ რა ადგილი უჭირავს ვირტუალურ ფულს ბაზარზე, რაც ხელს უწყობს რეგიონში მის პოპულარიზაციას.


თუ კრიპტოვალუტის ბაზარი თავის ადრინდელ მდგომარეობას დაუბრუნდება, მაშინ მოთხოვნა სამხრეთ კორეაშიც გაიზრდება. ამის შედეგად ხალხი კიდევ უფრო მეტად იქნება ინფორმირებული კრიპტოვალუტის შესახებ.


მრავალი კომპანია თანამშრომლობს რესტორნებთან, კაფეებთან და სხვა კვების ობიექტებთან, რათა კრიპტოვალუტების ბანკომატებისა და კიოსკების დისტრიბუცია შეძლონ მთელს ქვეყანაში. ეს ყოველივე კი უფრო ხელმისაწვდომს გახდის კრიპტოვალუტას ხალხისათვის.


წყარო: cnn.com

bottom of page