top of page

ტვიტერის აღმასრულებელმა დირექტორმა პირობა დადო, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ თაღლითობებს ბოლოს



ტვიტერის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ დორსიმ, პირობა დადო, რომ სოციალური ქსელების გიგანტი ბოლოს მოუღებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ „თაღლით“ პროფილებს. ამ პროფილების ერთობლიობას შეგვიძლია ვუწოდოთ „კრიპტო ტვიტერი“.


ბოლო თვეების განმავლობაში, პროფილებს, რომელთაც ბევრი subscriber-ი ჰყავდათ, აყალბებდნენ და მათ subscriber-ებს სთხოვდნენ კრიპტოვალუტების შემოწირვას. გულუბრყვილო subscriber-ები მართლაც უგზავნიდნენ თაღლითი პროფილის მფლობელს თავიანთ კრიპტოვალუტებს.


ქვემოთ მოცემულ მაგალითში, ერთ-ერთი ყალბი პროფილი, ლაითკოინის შემქმნელის, ჩარლი ლის ორეულია. ყალბი პროფილის ტვიტში ვკითხულობთ, რომ ის გასცემს ლაითკოინების გარკვეულ რაოდენობას, ოღონდ მანამდე, მისმა subscriber-ებმა შედარებით მცირე რაოდენობის ლაითკოინები უნდა გაუგზავნონ. მის ქვეშ ვკითხულობთ სხვა ყალბი პროფილის ტვიტს, რომ მან გაგზავნილი 2-8 ლაითკოინის მაგივრად, მართლაც მიიღო დაპირებული 10-40 ლაითკოინი. ასეთი ყალბი პროფილების სიმრავლით, თაღლითები ქმნიან ილუზიას, თითქოს სქემა მართლაც მომგებიანია.






გარდა ამ ყველაფრისა, ტვიტერის მომხმარებლებს, რომლებსაც რობოტი ორეულები გაუჩნდათ, გაცილებით ურთულდებათ საკუთარი ვინაობის დადასტურება. ვერიფიკაციის ნიშნის გარეშე კი, მათ subscriber-ებს ძალიან უჭირთ რეალური და ყალბი მომხმარებლების გარჩევა.


ტვიტერის განცხადებით, ეს საკითხი განხილვის საგანია.


„ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“ განაცხადა ჯერ დორსიმ მას შემდეგ, რაც კორნელის უნივერსიტეტის პროფესორმა, ემინ გიუნ სირერმა ტვიტერზე გამოაქვეყნა შემდეგი დებულება: „ამ თაღლითობის გაკონტროლება შეუძლებელი ხდება“.


თუმცა, კომპანიის ლაშქრობამ ყალბი კრიპტოპროფილების წინააღმდეგ გამოიწვია ის, რომ, უყურადღებობის გამო, რამდენიმე ლეგიტიმული პროფილიც კი დაბლოკეს. მაგალითად, კრაკენი - მეცხრე უდიდესი კომპანია კრიპტოვალუტებით ვაჭრობის ყოველდღიური მოცულობის მიხედვით - კლიენტებთან ურთიერთობის პროფილის გარეშე დარჩა, ვინაიდან ის შეცდომით თაღლით გვერდად ჩათვალეს.



პრობლემები შეექმნათ სხვებსაც. Coin Center-ის კომუნიკაციების დირექტორს, ნირაჯ აგრავალს, სპამის საწინააღმდეგო ალგორითმმა დაუბლოკა გვერდი. თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი ინციდენტები უკვე აღმოიფხვრა.


გარდა ამ ყველაფრისა, გაუქმებულ პროფილებს მალევე ანაცვლებს მათი ორეულები. ეს პროცესი ტვიტერისა და თაღლითების ბრძოლას დაჭერობანას ამსგავსებს.


ყალბი პროფილების შემქმნელები თავიანთ მეთოდებს ხვეწენ, რათა დაბლოკვა თავიდან აირიდონ. როგორც, მაგალითად, ჩარლი ლის შემთხვევაში, ყალბი პროფილები იყენებენ შემოკლებულ URL-ებს, რათა დამალონ, რომ ბმულები კრიპტოვალუტების საფულეებთანაა მიბმული. ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ტვიტერი აქტიურად ებრძვის ასეთი ტიპის ყალბ პროფილებს.


წყარო: ccn.com

bottom of page