top of page

Coinchek-ის სამომავლო გეგმები


იაპონურმა კომპანიამ Coincheck-მა დააანონსა, რომ კომპენსაციას გაუწევს მათ, ვინც 530 მილიონი დოლარის ოდენობის NEM-ის მოპარვით დაზარალდა.


ტოკიოში დაფუძნებულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ შემდეგი კვირის ბოლოსთვის დაიწყებს დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაწევას. დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა Coinchek-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კოიჩირო ვადამ, და ოპერაციების დირექტორმა, იუსუკე ოცუკამ, დღევანდელ კონფერენციაზე განაცხადეს, რომ დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში გაჟღერდება.


26 იანვარს დადასტურდა მანამდე გავრცელებული ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ 530 მილიონი დოლარის ღირებულების NEM-ის მონეტები მოიპარეს. დღემდე ეს ითვლება ყველაზე დიდ ძარცვად კრიპტოვალუტების ისტორიაში. თებერვალში კრიპტოვალუტების განაღდებაზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა. შეზღუდვის გაუქმების შემდეგ, მომხმარებლებმა ერთ დღეში გამოიტანეს 40.1 მილიარდი იაპონური იენის (372 მილიონი დოლარის) ღირებულების მონეტები. გაცვლითი კურსით დადგინდა, რომ ყოველი მოპარული NEM-ი დაკომპენსირდება 88 იენით (0.83 დოლარით).


იაპონიის ფინანსური სერვისების სააგენტომ (FSA), ქვეყნის მთავარმა რეგულატორულმა ორგანომ, განაცხადა, რომ ქურდობის შემდეგ პერიოდში, გაცილებით კრიტიკულად მიუდგება ქვეყნის შიგნით მიმდინარე ტრანზაქციებს.


ახალი კანონმდებლობის მიხედვით, იაპონიაში ბიტკოინის გამოყენება ტრანზაქციების შესასრულებლად ლეგალური გახდა. ყველა კომპანია, რომელიც ჩართულია ბიტკოინის მიმოცვლაში, ვალდებულია დარეგისტრირდეს FSA-ში და დაემორჩილოს მის წესებს ქვეყნის შიგნით ოპერირებისას. 32 კომპანიიდან 16 დარეგისტრიდა, ხოლო Coincheck-ს, რომელიც მეორე ნახევარში შედის, მაინც მისცეს ოპერირების უფლება, რადგან ის ემორჩილება კანონმდებლობას. ამის შემდეგ, FSA-მ დაასრულა ინსპექციის პირველი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს სადამსჯელო ღონისძიებებს იმ ტრანზაქციების მიმართ, რომელიც დროებით შეჩერებულ მოთხოვნებს შეიცავს.


Coincheck-ის განცხადებით, სავარაუდოა, რომ ის მიიღებს ლიცენზიას FSA-სგან, მას შემდეგ რაც რეგულატორული ორგანოსგან მიიღო „ბიზნესის გაუმჯობესების ბრძანება“. Coincheck-ის მეთაურებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ კრიპტოვალუტებით ვაჭრობას. გარდა ამისა, ნათქვამი იყო, რომ NEM-ის მოპარვა გამოწვეული იყო რომელიღაც თანამშრომლის კომპიუტერის გატეხვით ჰაკერების მიერ.


წყარო: ccn.com

bottom of page