top of page

რიპლის CEO - კრიპტოვალუტის ბაზრის რეაქცია გაზვიადებული იყო


ბრედ გარლინგჰაუსმა, რიპლის დირექტორმა, რომლის კომპანია 32 მილიარდი დოლარის ღირებულების რიპლის ქსელს ფლობს, განაცხადა, რომ ბაზარმა გაზვიადებული რეაქციით უპასუხა ცვლილებებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

7 მარტს SEC-მა განაცხადა, რომ ამიერიდან ყველა სახის გადამცვლელი და ელექტრონული აქტივებით ვაჭრობის პლატფორმა უნდა იქნეს დარეგისტრირებული SEC-ში, რათა მომხმარებლებმა მხოლოდ იმ მონეტებით ივაჭრონ, რომლებიც SEC-თვის ნაცნობია.

SEC-მა გამოაქვეყნა საჯარო წერილი:

„თუ პლატფორმა ფედერალური უსაფრთხოების კანონების მიხედვით მუშაობს, ის უნდა დარეგისტრირდეს SEC-ში. SEC-ის თანამშრომლებს აწუხებთ ის ფაქტი, რომ ბევრი პლატფორმა ინვესტორებს თავს SEC-ში დარეგისტრირებულად და რეგულირების ქვეშ მყოფ ბაზრად აჩვენებს, როცა ეს ასე არაა.“

ბაზრის რეაქციის საპასუხოდ, რომელმაც კრიპტოვალუტის ფასის მკვეთრი დაცემა გამოიწვია, გარლინგლაუსმა პლატფორმებს ურჩია SEC-ში დარეგისტრირება და დაამატა, რომ ეს გარიგება სავაჭრო პლატფორმებზე უარყოფით ზეგავლენას არ იქონიებდა: „გადამცვლელ პუნქტებს სამი ვარიანტი აქვთ: მოხსნან ICO, დარეგისტრირდნენ SEC-ში, ან დაიხურნონ!“ [endif]

ახლახანს მომხდარი ცვლილებები, რომლებმაც ბიტკოინის ფასის 9,000 დოლარამდე და სხვა კრიპტოვალუტების ფასის ასევე დრამატული ვარდნა გამოიწვია, სამმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა: 1. Mt. Gox-ის რწმუნებულის მიერ ბიტკოინის მასობრივმა გაყიდვამ, 2. SEC-ის განცხადებამ და 3. იაპონიის მთავრობის მიერ ადგილობრივი სავაჭრო პლატფორმების დაჯარიმებამ.

გამორიცხულია ის, რომ მხოლოდ SEC-ის განცხადებას გამოეწვია ერთ ღამეში ბაზრის საერთო ღრებულების 70 მილიარდი დოლარით დაცემა. 6 მარტს კრიპტოვალუტის საერთო ღირებულება 470 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 8 მარტს კი იგი 380 მილიარდამდე დაეცა.

6 თებერვალს სენატში, მოსმენაზე, SEC-ის თავმჯდომარემ, ჯეი კლეიტონმა, აღნიშნა, რომ ICO-სა და კრიპტოვალუტას შორის აშკარა განსხვავებაა. კლეიტონმა განმარტა, რომ ICO უბრალოდ ფასიანი ქაღალდებია, როცა დანარჩენი - ნამდვილი კრიპტოვალუტები.

იმისდა გათვალისწინებით, რომ კრიპტოვალუტის გადამცვლელი ობიექტები უკვე დარეგისტრირდნენ როგორც ფედერალურ ასევე სახელმწიფო სააგენტოებში, აღარ არსებობს იმის საშიშროება, რომ SEC-ის განცხადებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ბაზრებზე შუა კვარტალში.

წყარო: ccn.com [if !supportLineBreakNewLine] [endif]

bottom of page