top of page

ყალბი „Telegram ICO” ვებგვერდები კვლავ თამაშში არიან!


მულტიმილიარდობით დოლარის ღირებულების ტელეგრამის ICO-ს მომავალი ინვესტორები მალევე გახდნენ ინტერნეტ-თაღლითების საყვარელი მსხვერპლები.

CoinDesk-მა აღმოაჩინა 9-მდე ყალბი ვებგვერდი, რომლებიც თითქოს ტელეგრამის მონეტებს ყიდდნენ და თან ირწმუნებოდნენ, რომ ტელეგრამის ფონდის მმართველობის ქვეშ იყვნენ. ვებგვერდების ძირითადი ნაწილი ამბობდა, რომ მონეტების წინასწარი შესყიდვა კვირის ბოლოსთვის დასრუდებოდა და ფასი დაახლოებით 1 დოლარი იქნებოდა. საბედნიეროდ, CoinDesk-ის მიერ გამოაშკარავებული გვერდები უკვე დაიხურა.

CoinDesk-ის თქმით, ამ საიტებიდან ბევრი ერთმანეთს ძალიან წააგავდა დიზაინით. ზოგი მათგანი კი პირდაპირ კლონირებული იყო; მეტიც: რამდენიმე მათგანი ზუსტად ერთი და იმავე ტექსტს იყენებდა თავიანთი მომსახურების აღსაწერად:

„წარმოგიდგენთ „GRAM“-ს, TON Blockchain-ის წარმომადგენელ კრიპტოვალუტას. ტელეგრამის 200 მილიონი მომხმარებელი მიიღებს TON-ის საფულეს, რომელიც ამ უკანასკნელს მსოფლიოში ყველაზე ათვისებად კრიპტოვალუტად აქცევს. ეს სისტემა მილიონობით მომხმარებელსა და ათასობით დეცენტრალიზებულ აპლიკაციას მოუყრის თავს, რომლებიც უზრუნველყოფენ უსწრაფეს ტრანსფერესბს.“

საიტის მფლობელის ძებნის შედეგმა უამრავი განსხვავებული რეზულტატი აჩვენა. ბევრი მათგანი ცდილობდა, რომ ლეგიტიმური აპლიკაციის შთაბეჭდილება შეექმნა.

მაგალითად, Telegram.tokyo იყო დარეგისტრირებული, როგორც ვინმე პაველ დუროვი. tonico.info-ის მმართველიც ასევე რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ტიმოფევის სახელით იყო რეგისტრირებული.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, მართლაც აქვთ ამ ადამიანებს ამ ვებგვერდებთად რაიმე კავშირი, თუ არა. საიტების ძირითადი ნაწილი მალავდა მათი მფლობელის ვინაობას.

როგორც უკვე ითქვა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ტელეგრამის გაყიდვები ხალხისაგან მალულად ხდებოდა.

ამ ეტაპზე მონეტების გაყიდვა შეჩერებულია; ტელეგრამის ICO-მ ტაქტიკა შეცვალა- შესყიდული ტოკენების გადაცემა მოხდება ყიდვიდან გარკვეული დროის შემდეგ. ყველაზე დიდი დრო შესყიდვასა და ჩაბარებას შორის 18 თვე იქნება.

ასევე გაურკვეველია ამ ყველაფრის შესახებ ტელეგრამი რა ღონისძიებებს მიმართავს, ვინაიდან მათ ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი.

წყარო: coindesk.com

bottom of page