top of page

Coinbase-მა კრიპტოვალუტის გადასახადის გამომთვლელი გამოუშვა


Coinbase-მა ახალი მოგება-ზარალის გამომთვლელი სისტემა გამოუშვა, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებს, ფეხი აუწყონ შეერთებული შტატების საგადასახადო მოთხოვნებს.

სამშაბათს გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ კალკულატორის გამოყენება შესაძლებელი იქნება პლატფორმაზე, რათა დათვალო მოგება და წაგება. ის ე.წ FIFO საბუღალტრო მეთოდს იყენებს.

საგულისხმოა რამდენიმე შეზღუდვა, რომელსაც ის აწესებს. მომსახურება განკუთვნილია მათთვის, ვინც ექსკლუზიურად Coinbase-ზე ვაჭრობს და არაა რეკომენდირებული მათთვის, ვინც ელექრტონულ აქტივებს სხვაგან ყიდულობს.

კომპანიის თქმით, მომხმარებლებმა უნდა ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ გამომთვლელის მონაცემები არ არის ოფიციალური დოკუმენტი და მას აუცილებლად სჭირდება ვალიდაცია. ამ პრობლემასთან დაკავშირებით, მათ ბანერი გამოაქვეყნეს.

საგადასახადო სისტემა და კრიპტოვალუტა საკმაოდ ცხარე თემა გახდა მას შემდეგ რაც, შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურმა გამოაცხარა, რომ კრიპტოვალუტა აღქმული იქნება არა ვალუტად, არამედ საკუთერების ისეთ ფორმად, რომელსაც გადასახადი დაუწესდება. შემოსავლების სამსახურის განცხადებამ გაურკვევლობა და შეშფოთება გამოიწვია. ერთ-ერთ ახალ ბლოგში თავად Coinbase-მაც კი თქვა:


„ჩვენ გვესმის, რომ ელექტრონული ვალუტების გადასახადები საკმაოდ ჩახლართული და გაუგებარი თემა შეიძლება იყოს.“

ეს საკითხი დამატებით პრობლემას ქმნის განსაკუთრებით Coinbase-სთვის, ვინაიდან ის იმ სარჩელის მთავარი სამიზნე გახდა, რომელიც მას შემოსავლების სამსახურმა წაუყენა და ბრალი დასდო შტატების მონაცემებში პოტენციური მომხმარებლების ძიებაში, რომლებიც გადასახადებს თავს არიდებენ.

საბოლოოდ, 2017 წლის ნოემბერში სასამართლოს გადაწყვეტილებით, კონპანიას მოუწია 13 000 მომხმარებლის ინფორმაცია გაეგზავნა სასამართლოსთვის, რომლებიც 2013-15 წლებში მოიხმარდნენ პლატფორმას.

წყარო: coindesk.com

bottom of page