top of page

გადაწყვეტილება კრიპტოვალუტების დარეგულირებაზე


ტაილანდის პრემიერ მინისტრის თანაშემწემ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების რეგულირებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს თვეში მიიღებენ. მარეგულირებლები შეთანხდმნენ, რომ არ არსებობს აუცილებლობა, ქვეყანაში ამოქმედდეს სექცია 44, რომელიც აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. ამის ნაცვლად, შეიქმნება „სპეციალური კანონი“, რომელიც აქამდე განხილულზე მსუბუქი და ნაკლებად შემზღუდავი იქნება.


ტაილანდის უსაფრთხოების გენერალური მდივნის განცხადებით, აღნიშნული „სპეციალური კანონი“ შეეხება ქვეყნის შიგნით არსებულ ყველა კრიპტოვალუტას ბევრ სხვადასხვა საფეხურზე. ეს კანონი დაარეგულირებს კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვას, შეკვეთებს. ეს ყველაფერი კი - ბაზრით ბოროტად მანიპულირების, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტების აღმოსაფხვრელად.


ტაილანდელი მარეგულირებლებისთვის დამატებითი თავის ტკივილი გახდა ბოლო პერიოდში ქვეყანაში კრიპტოვალუტებისა და მათი სავაჭრო ბირჟების მზარდი რაოდენობა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ‘სექცია 44’ აუცილებელი და ერთადერთი საშუალება იყო ინდუსტრიის მყისიერად დასარეგულირებლად.


ტაილანდის კონსტიტუციის სექცია 44 უფლებას აძლევს მშვიდობისა და წესრიგის ეროვნულ საკონსულოს, (NCPO) გამოსცეს ბრძანება ნებისმიერ სფეროში რეფორმის გატარების შესახებ. სექცია 44 ქვეყნის პრემიერ მინისტრს აძლევს აბსოლუტურ ძალაუფლებას, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში.


თუმცა, ვისანუ კრე-ნგამ, პრემიერ მინისტრის თანაშემწემ, წინა ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ არსებობს სექცია 44-ის ამოქმედების არანაირი აუცილებლობა. ამის ნაცვლად, უბრალო მარეგულირებელი ღონისძიებების ამოქმედება საკმარისი იქნება.


წყარო: news.bitcoin.com


bottom of page