top of page

რა ასაკის არიან კრიპტოვალუტის ყველაზე აქტიური მომხმარებლები?


სამხრეთ კორეულმა სიახლეების სააგენტო Yonhap-მა გამოაქვეყნა თავისი კვლევა, რომლის მიხედვითაც კრიპტოვალუტაში ინვესტირებაში ყველაზე აქტიურად 20-30 წლის ხალხია ჩართული. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ახალ თაობას ურჩევნია, ამ ინდუსტრიაში ჩადონ ფული, ვიდრე აქციებსა და ობლიგაციებში.


კორეის ფინანსური ინვესტიციების დაცვის ორგანიზაციამ გამოკითხა 2,530 ადამიანი 25-64 წლის შუალედში და დაასკვნა, რომ 22.7% რომელიც ყიდულობდა კრიპტოვალუტებს, 30 წელს არ იყო მიღწეული. 30-40 წლამდე 19.3% ყიდულობდა, 40-50-იანების 12%, 60-70 10.5% და 50-დან 60 წლამდე მიღწეულების 8.2%


თუმცა, 60 წელს გადაცილებული ხალხი ყველაზე მეტ ფულს დებს კრიპტოაქტივებში. მათი საშუალო ინვესტიციაა 6.58 მილიონი ვონი ($6,119). 50,40, 30 და 20 წლის ადამიანებმა შემდეგნაირად ჩადეს ფული კრიპტოვალუტაში: $5,840, $3,755, $3,710 და $2,724. საერთო ჯამში, 70.2% ყიდულობს კრიპტოვალუტებს, რათა ინვესტიციის სახით ჰქონდეს, 34.1% კი საქონლისა და სერვისების ხარჯების დასაფარად.


სამხრეთ კორეის მსგავსად, “ბლოკჩეინ კაპიტალმა“ 18-დან 34 წლამდე 2,000 ამერიკელი გამოჰკითხა 2017 წლის ნოემბერში. 30%-მა უპასუხა, რომ ურჩევნია, ჰქონდეს 1000 დოლარის ოდენობის ბიტკოინი, ვიდრე მისი ექვივალენტური სახაზინო ობლიგაცია ან აქცია. „ბლოკჩეინ კაპიტალის“ დირექტორმა სპენს ბოგარტმა, განაცხადა:


„ამ გამოკითხვის შედეგები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ბიტკოინს დიდი პოტენციალი აქვს.“

„London Block“-მა 2017 წლის დეკემბერში მსგავსი გამოკითხვა ჩაატარა. 2,000 გამოკითხული ბრიტანელიდან, 45 წელს გადაცილებული ადამიანების მხოლოდ 5% დებს ფულს კრიპტოვალუტაში, 11% აპირებს ამას მომავალ წელს. ამასთანავე, კვლევის თანახმად, 37 წლამდე მიღწეული ადამიანების ერთი მესამედი კრიპტოაქტივებში ჩადებს ფულს.


თუმცა, ამ თაობის ადამიანებს სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ ინვესტიციების მიმართ. 90-იანებში 35 წლის ადამიანი იყიდდა უძრავ ქონებას, სასერტიფიკატო დეპოზიტებს ან საპენსიო პაკეტებს. დღესდღეობით, 35 წლის ადამიანი უფრო დეცენტრალიზირებული ინვესტიციებითაა დაინტერესებული: ბიტკოინით, ეთერეუმით ან ICO-თი.


ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ბევრი ოქროსა და ბიტკოინს შორის უპირატესობას ამ უკანასკნელს ანიჭებს. RJO Futures-ის წარმომადგენელმა ფილიპ სტრეიბლმა თქვა:


“ბიტკოინმა ოქროს ბაზარს დიდი ნაწილი წაართვა.“


კრიპტოვალუტის ექსპერტმა გარიკ ჰილემანმა განმარტა, რომ ახალმა თაობამ ფულის გამომუშავება 2008 წლის კრიზისის შემდეგ დაიწყო, სწორედ ამიტომ, ისინი არ ენდობიან ტრადიციულ ფინანსურ სერვისებს და არც მათ სამუშაო გარემოს.


წყარო: ccn.com

bottom of page