top of page

ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრი კრიპტოვალუტების რეგულაციაზე


ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტს წარუდგინა წერილი, სადაც ის ღიად უჭერს მხარს კრიპტოვალუტების საერთაშორისო დონეზე რეგულირებას.


მისი შემოთავაზების პირველი ეტაპი ეხება ახალი მომხმარებლების დაცვას. ფინანსთა მნისტრი, ჰოექსტრა, საკრედიტო ბარათის კომპანიებს სთავაზობს იმ მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვას, რომლებიც კრიპტოვალუტებს მათი ბარათებით ყიდულობენ.


ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა ჰოლანდიურ კრიპტო ბირჟებს დაავალდებულებს, 2019 წლის ბოლომდე ოფიციალურად დარეგისტრირდნენ სამთავრობო ბაზებში და დაემორჩილონ შემდგომ რეგულაციებს.


ჰოექსტრას თქმით, მისი მიზანია, კრიპტოვალუტის მფლობელები ისევე იყვნენ დაცულები, როგორც ყველა სხვა სახის ინვესტორები.


ეს არ ყოფილა ჰოლანდიის მთავრობის წევრების მხრიდან პირველი შემთხვევა, როცა მათ კრიპტოვალუტების რეგულირება მოითხოვეს. მსგავსი შინაარსის წერილი შარშანაც გამოსცა ჰოლანდიის ფინანსური ბაზრის მარეგულირებელმა ორგანიზაციამ (AFM). ჰოექსტრა პარლამენტს სთავაზობს რისკის შემცველი ფინანსური პროდუქტების რეკლამების მკაცრ რეგულირებას.


მან ასევე გასცა დაპირება, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ბაზრის უკეთ დასაცავად.


თუმცა, მანამდე, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ჰოლანდიაში გასამკაცრებელია კანონები მომხმარებელთა დასაცავად და სპეკულაციური აქტივობების შესამცირებლად.



წყარო: coindesk.com


bottom of page