ბაზრის მიმოხილვა - 15 მარტი

ბიტკოინი (BTC)
ბიტკოინის ღირებულება წერის მომენტში 8,045.55 აშშ დოლარია, რაც ბოლო 24 საათში ფასის 6.25%-იანი ვარდნის შედეგია. ვალუტის ღირებულება ამ პერიოდის განმავლობაში 8,900 აშშ დოლარიდან 7,700 აშშ დოლარამდე მერყეობდა.
ბიტკოინის მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია (მონეტების რაოდენობა x ფასი) თითქმის 139.1 მილიარდია, ხოლო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 7.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ეთერი (ETH)
ეთერის ღირებულება წერის მომენტში 597.88 აშშ დოლარია, რაც ბოლო 24 საათში ფასის 7.3%-იანი ვარდნის შედეგია. ვალუტის ღირებულება ამ პერიოდის განმავლობაში 670 აშშ დოლარიდან 550 აშშ დოლარამდე მერყეობდა.
ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაცია 59.8 მილიარდი აშშ დოლარია, დღიური ვაჭრობის მოცულობა კი 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

რიპლი (XRP)
წერის მომენტში რიპლის ღირებულება 0.6 აშშ დოლარია, რაც ფასის 7.76%-იანმა ვარდნამ გამოიწვია. ვალუტა ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მერყევი იყო.
რიპლის ბაზრის კაპიტალიზაცია თითქმის 26.9 მილიარდი დოლარია, ხოლო დღიური ვაჭრობის მოცულობა თითქმის 961 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები:
კრიპტოვალუტების ბირჟა Gemini-ის დამაარსებლებმა, კემერონ და ტაილერ ვინკელვოსებმა, ამერიკის კრიპტოვალუტებით ვაჭრობის პლატფორმებს მოუწოდეს თვით-რეგულირებადი ორგანიზაციის შექმნისაკენ ბაზრის აყვავების მიზნით.
Google-ის ფინანსური სერვისების პოლისის თანახმად, კომპანია აკრძალავს ყველა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ რეკლამას 2018 წლის ივნისისთვის. გადაწყვეტილება ეხება გუგლის ყველა სარეკლამო პროდუქტს, რაც ნიშნავს, რომ კომპანიები ვერ შეძლებენ რეკლამების განთავსებას google-ის საკუთარ საიტებზეც.