top of page

ტაილანდის ყოფილი ფინანსთა მინისტრის განცხადება


ტაილანდის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, კორნ ჩატიკავანჯიმ, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2008-2011 წლებში იკავებდა, გასულ კვირას განაცხადა, რომ ტაილანდის მთავრობა სპეციალური რეგულაციების ამოქმედებას გეგმავს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით.


„მე ვეთანხმები ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრის პოზიციას, რომ უსაფრთხოებისა და ბირჟების კომისია (SEC) უნდა იყოს ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც დაარეგულირებს კრიპტოვალუტებს და მათ მიმოცვლას, რადგან ამ ორგანიზაციას აქვს სწორი წარმოდგენა ციფრული აქტივების შესახებ“ - განაცხადა კორნმა.


კორნის ეს განცხადება მოჰყვა 22 იანვრიდან დაწყებულ ორჯერ გადავადებულ განხილვას, რომლის შედეგიც უნდა ყოფილიყო ტაილანდის შიგნით კრიპტოვალუტებით მოვაჭრეებისთვის და არსებული ბირჟებისთვის სპეციალურად შექმნილი რეგულაციების დაწესება.


ტაილანდის მთავრობის უკანასკნელი განცხადებით, ისინი არაუგვიანეს 1 თვისა გააკეთებენ ოფიციალურ კომენტარს კრიპტოვალუტების რეგულირებაზე, რომელსაც თან დაურთავენ უშუალო რეგულაციებს.


ასევე, პრემიერ მინისტრის თანაშემწე სომკიდ ჯატუსრიპიტაკის ბოლო განცხადებით ეს რეგულაციები საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს კვირებში უნდა გახდეს.


წყარო - coindesk.com


bottom of page